დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 786 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.180.020.05.001.003.368 |
საქართველოს კანონი
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: უზრუნველყოფს იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების დაცვას, რომლებიც მოთავსებულია სამხედრო ნაწილებში ან ინახება განსაზღვრულ ადგილებში; საქართველოს საჰაერო სივრცეში ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფების მომზადებასა და გამოყენებას; მონაწილეობს სამხედრო ობიექტებზე ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№786–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები