დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.117.016146 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადб ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.geб 10.01.2013 წб სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.117.016130) შემდეგი ცვლილებები: |
ა)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
". | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
"; | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გ)
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5696.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5079.1ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
"; | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ე)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2584.659ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
"; | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვ)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
"; | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზ)
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -398.181ლარის ოდენობით.“; |
თ)
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება კლება - 413.279ლარის ოდენობით.“; |
ი)
მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება სტიქიური, ხანძრისა და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია ყურადღება მიექცეს პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფას, ასევე მეხანძრეთა პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, ხანძრისა და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეცტექნიკის არსებული რესურსებისა შენარჩუნება და გაძლიერება. მეხანძრეთა პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის.
1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და შემდგომი გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვისათვის დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც.
2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდინაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზების მოვლა შენახვა და რეაბილიტაცია აგრეთვე გზის დამცავი გაბიონების მოწყობა. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა,აგრეთვე,, ხიხათისაკენ,, მისასვლელი გზის თანადაფინანსება. ქ.ამბროლაურში შიდა ქუჩების მოასფალტება.
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან იზოლირება.
2.2.1. გარე განათების მწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია.
2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.
2.2.3. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03 ) მოსაახლეობის სასმელი წყლით მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2013 წლისათვის იგეგმება სოფლების წყალმომარაგების სისტემების სრულყოფა, ამ მიზნით გათვალისწინებულია წყალსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში(დასრულდება სოფ ხოტევისა და ცახის წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი და თანადაფინანსებული იქნება ჭრებალოს წყალსადენის სამშენებლო სამუშაოები)აგრეთვე განხორციელდება სასოფლო წყალსადენების მოვლა შენახვის სამუშაოები რომელიც უზრუნვეყოფს მოსახლეობის სასმელი წყლით 24 საათიან მომარაგებას. იგეგმება სოფ.ცახისა და ზედა თლუღის წყალმომარაგების ქსელის მეორე რიგის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2.2.4. სანიაღვრე არხების მოწყობა რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 02 05 ) აღნიშნული ითვალისწინებს ქ.ამბროლაურში გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას.
2.2.5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების მოვლა-შენახვის ხარჯი (ადმინისტრაციული შენობები ) (პროგრამული კოდი 03 02 06) აღნიშნული ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობის დაცვას დასუფთავებას და მძღოლებით უზრუნველოფას.
2.2.6. საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 07 ) აღნიშნული ითვალისწინებს ქ.ამბროლაურში ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალანირების სისტემის მოწყობას.
2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) აღნიშნული ითვალისწინებს ქალაქ ამბროლაურში ვანო კობახიძის ქუჩის №7 მდებარე არასაცხოვრებელი შენობის(სოციალურად დაუცველი მოსახლების კვებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი სასადილო ფართის) მიმდინარე რემონტის, სოფ.სადმელში მინი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მეორე რიგის სამშენებლო სამუშაოებს. ქ.ამბროლაურში გურგენიძის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობას და კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციას, სოფ.ჩორჯოში გზის მიმდებარე დამცავი ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა.
2.4.სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) აღნიშნული ითვალისწინებს სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას,გზების შეკეთებას,სოფლის წყალსადენების რეაბილიტაცია,სარიტუალო ინვენტარის შეძენას, სავარგულებისა და სასაფლაოების შემოღობვას და სოფლის საუბნო გზების განათებას.
3. განათლება . პროგრამული კოდი(04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას,რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდა საბავშვო ბაღების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე დაფინანსდება სკოლისგარეშე განათლება
3.1. სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 190-ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს ქალაქში 18 ლარს, ხოლო სოფლის ბაღებში 15 ლარს. აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების დამატებითი კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსწავლე-ახალგაზრდების ზოგადი განათლების გაღრმავების მიზნით დაფინანსებულია სკოლისგარეშე აღმზრდელობითი ღონისძიების პროგრამა. პროგრამაში ჩართულია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 60-მდე მოსწავლე. პროგრამაში გათვალისწინებულია, მოსწავლეთა მოთხოვნის შესაბამისად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორიცაა თეატრალური, ლიტერატურის, ჭრა–კერვის, ზოგადი უნარ-ჩვევების, მათემატიკური, კომპიუტერული, ეკოლოგიური წრეები.
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე, მისი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტული პირობების შექმნა განვითარებას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების განვითარება და გამოვლენა.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სექციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოსწავლე-ახალგაზრდობას ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტული ვარჯიშის განხორციელებისა თანამედროვე სპორტულ დარბაზებსა და მოედნებზე. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მეცადინეობები და შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: – ფეხბურთი – კალათბურთი – ჭიდაობა – ჭადრაკი – ჩოგბურთი - რაგბი - ცურვა. დაფინანსდება პროგრამით გაწერილი ყველა სპორტული ღონისძიება და ხარჯები.
4.1.1. ბავშვთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ სახეობათა სწავლების, სპორტსმენების საშეჯიბრო მივლინების ხარჯების, ასევე მუნიციპალიტეტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების დაფინანსება. ქვეპროგრამა განხორციელდება ააიპ ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სუბსიდირების გზით.
4.1.2. ფეხბურთის ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების დაფინანსება, სადაც შედის ააიპ „საფეხბურთი კლუბი ამბროლაურის რაჭა“-ს თანამშრომელთა ხელფასები, ბავშვთა ფეხბურთის ჯგუფების სწავლება და სატურნირო ხარჯები. ქვეპროგრამა განხორციელდება შპს „ საფეხბურთი კლუბი ამბროლაურის რაჭას' სუბსიდირების გზით.
4.1.3. ჭიდაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარების დფინანსება, სადაც შედის მწვრთნელთა ხელფასები, სატურნირო მივლინების ხარჯები. ქვეპროგრამა განხორციელდება ააიპი „ჭიდაობის კლუბი ფალავანი“-ს სუბსიდირების გზით.
4.1.4. ცურვის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ცურვის განვითარების დფინანსება, სადაც შედის აიპი „ამბროლაურის საცურაო აუზის“ თანამშრომელთა ხელფასები და ხარჯები,. ქვეპროგრამა განხორციელდება სუბსიდირების გზით.
4.1.5. სპორტისა და დასვენების ობიექტების მოწყობა და რეაბილიტაცია (05 01 05) ქ.ამბროლაურში საცურაო აუზის მანათობელი ლოგოს მოწყობა. ამბროლაურის სასპორტო სკოლის შენობაში ჭადრაკის ოთახისა და სველი წერტილის (საპირფარეშოს) მოწყობა.
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05,02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღისეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი.
4.2.1. ამბროლაურის კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღისეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 2013 წლის განმავლობაში დაფინანსდება -კულტურის სახლთან არსებული თეატრი და ანსამბლები; -ბიბლიოთეკები; -სახვითი ხელოვნების მუზეუმი; -ძეგლთა დაცვის სამსახური.
4.2.2. სამუსიკო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში 2013 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპი „დავით თორაძის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 94 მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან ასევე მშობელთა შემონატანით.
4.2.3. სამხატვრო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში 2013 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპი „უჩა ჯაფარიძის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 40 მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან ასევე მშობელთა შემონატანით.
4.2.4. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება საგამომცემლო საქმიანობის ფინანსური მხადაჭერა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად.
4.2.5. ახალგაზრდულ ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძნობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელაბ, რაც უზრუნმველყოფს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახლემწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანზსებას, კერძოდ:
5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნვეყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 5.2.1. ლტოლვილთა და ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება (კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ერთჯერად დახმარებას და გარდაცვლილ ვეტერანთა უკვდავყოფისათვის სარიტუალო მომსახურების ხარჯებისათვის დაფინანსებას თითოეულზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში).
5.2.2. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ახალშობილის ოჯახი (თითოეულ ახალშობილზე 300 ლარით, ხოლო მესამე და შემდგომ ბავშვზე 350 ლარი).
5.2.3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 05 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა ფენებისათვის ყოველდღიურ უფასო ერთჯერად კვებას. მუნიციპალური ბიუჯეტით გამოყოფილ დაფინანსების ფარგლებში.
5.2.4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სახელმწიფო სადაზღვეო პოლისის არ მქონე მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობას ურგენტულ და ონკოლოგიური ავადობის შემთხვევაში, ა) მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტეტსიული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); ბ) ონკოლოგიური სიმსივნური (ოპერაცია ,ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); გ) მშობიარობა. სამედიცინო მომსახურების ხარჯი 1000 (ათასი) ლარამდე ფინანსდება 100%, ხოლო ათას ლარს ზემოთ 75%-ით არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარისა. აგრეთვე მშობიარობის ხარჯები, 400 ლარის ოდენობით.
5.2.5. სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერი, მიწისძვრა, წყალდიდობა,ხანძარი) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06,02,05) პროგრამა ითვალისწინებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც 2012-2013 წლების განმავლობაში ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიეცეს , სახლის დაზიანების ხარისხის პროცენტული რაოდენობის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით ,არა უმეტეს 7000 ლარი.
5.2.6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსწავლე-ახალგაზრდობისა და მოსახლეობის რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ხელშეწყობის სოციალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის (80 ბენეფიციარი) ბავშვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ქ. ამბროლაურში მდებარე სახელოვნებო და სპორტულ წრეებში, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესყიდვას მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ქ. ამბროლაურამდე ოთხი თვის განმავლობაში, აგრეთვე მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისათვის სამგზავრო ღირებულების თანადაფინანსებას, ორი თვის განმავლობაში.";
|
კ)
მე- 17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ასიგნებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები