დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016133 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016114) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1. დებულების მეექვსე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს: ა) სპორტის სხვადასხვა სახეობებში საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად -150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონებს და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს -100 (ასი)ლარის ოდენობით; გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორებს -50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.". 2. დებულების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,16. გარდამავალი დებულებები გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის, ასევე ხანძრის შედეგად და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების დროს ნატურალური თუ ფულადი ფორმით, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის ბრძანებით, შესაბამისი სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლების ადგილზე გასვლით მდგომარეობის შესწავლის დასკვნის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები