დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.032.016117 |
|
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში (სსმ, 92, 25/08/2003, სარეგისტრაციო კოდი: 340.050.000.11.113.006.016) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: |
1.
მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულების: |
ა)
მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სადეგუსტაციო კომისიის წევრების სიას, რომლებიც მონაწილეობენ სადეგუსტაციო კომისიაში, ადგენს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. დეგუსტატორების შრომის ანაზღაურება ხორციელდება სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“; |
ბ)
მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სადეგუსტაციო კომისიის თითოეული წევრი, რომელიც მონაწილეობს ტესტირებაში, ავსებს სადეგუსტაციო ფურცელს, სადაც ტესტირების შედეგს აფიქსირებს შემდეგი 2 აღნიშვნით: ა) შეესაბამება; ბ) არ შეესაბამება.“; |
გ)
მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი:
„91. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში დეგუსტატორი ვალდებულია, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება.“; |
დ)
71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდნ ათავისუფლებს „სააგენტოს“ თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს მეღვინე-ტექნოლოგის განათლება და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.“; |
ე)
71 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დეგუსტაციის მიმდინარეობისას თავი შეიკავოს კომისიის სხვა წევრებთან საუბრისაგან ან/და სხვა რაიმე ფორმით მინიშნებისაგან;“; |
ვ)
მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა, მისი გაცემიდან 18 თვე.“; |
ზ)
მე-10 მუხლის: |
ზ.ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს ლაბორატორიული გამოცდისათვის, შეადაროს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს, შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტი ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.“; |
ზ.ბ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები:
„4. საინსპექციო კონტროლის განხორციელებისას, ყოველი დასახელების პროდუქციიდან ნიმუშები აიღება 3-3 ბოთლის ოდენობით. ყოველი ბოთლი თავსდება ერთუჯრად მუყაოს ყუთში, რომელიც ზედა და ქვედა მხრიდან ილუქება სპეციალურნომრიანი ერთჯერადი წებოვანი ლენტით. მუყაოს ყუთზე კეთდება წარწერა პროდუქციის დასახელების მითითებით. ნიმუშის თითო ბოთლი რჩება ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო ერთი ბოთლი, შესაბამის მიმართვასთან ერთად, სააგენტოს მიერ წარედგინება ლაბორატორიას ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად. 5. ნიმუშები აღებისას ფორმდება ნიმუშის აღების აქტი (დანართი №8), რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოსა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიის მხრიდან ნიმუშის აღების პროცესში მონაწილე პირები. ნიმუშის აღების აქტი ფორმდება ორ ეგზემპლარად. აქტის თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნიმუშის აღების მონაწილე მხარეებს. 6. სააგენტოს უფლება აქვს ლაბორატორიას ნიმუშები წარუდგინოს ეტიკეტისა და სხვა ამომცნობი ნიშნების გარეშე - დაშიფრული სახით. ნიმუშების დაშიფვრა ხდება მხოლოდ სააგენტოს შენობაში, იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ ნიმუშების აღების პროცესში. დაშიფრისას ფორმდება შესაბამისი ოქმი, რომელიც ინახება სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან.“. |
2.
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №8.
დანართი №8
ნიმუშის აღების აქტი
------------------------ ------ ------------------- 20 წელი (ქალაქი, სოფელი) სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, სახელი, გვარი ) და ----------------------------------------------------------------------------------------------------------- (ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება ) --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
საინსპექციო კონტროლის ფარგლებში ფიზიკო-ქიმიური ანალიზების ჩატარების მიზნით მოვახდინეთ ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების აღება.
ყოველი დასახელების პროდუქციიდან ნიმუშის სახით აღებული იქნა 3-3 ბოთლი (სულ ------- ბოთლი). ყოველი ბოთლი მოთავსდა ერთუჯრად მუყაოს ყუთში, რომელიც ზედა და ქვედა მხრიდან დაილუქა წებოვანი ლენტით. ნიმუშების აღების აქტი გაფორმდა ორ ეგზემპლარად. ნიმუშის აღების აქტის ერთი ეგზემპლარი, ყოველი დასახელების პროდუქციიდან ნიმუშის სახით აღებულ თითო ბოთლთან ერთად ჩაჰბარდა ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიას.
ხელმოწერები: |
3.
მე-4 პუნქტით დამტკიცებული „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის დებულებები ჰარმონიზებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის, აგრეთვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ” წესის, 1996 წლის 20 სექტემბრის მსო-ს ურუგვაის რაუნდის („მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობები”) წარმოშობის წესების შესახებ შეთანხმების, „ღვინის საერთო ბაზრის ორგანიზების შესახებ” ევროკომისიის (EC) N 1493/1999 რეგლამენტის და შემდგომი დამატებების მოთხოვნებთან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები