„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 785
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 400.060.000.05.001.003.367
  • Word
785
19/12/2008
სსმ, 40, 29/12/2008
400.060.000.05.001.003.367
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 103) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით, მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№785–IIს