დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.038.016187 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებით (სსმ, 010240030.22.038.016136, 17/12/2012) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი 1. დეპარტამენტი წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს (შემდგომში - სისტემის ორგანო), რომელიც შედის სამინისტროს სისტემაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით. 4. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს. 5. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. 6. დეპარტამენტის მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. 7. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით. 8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N83ა.“.
|
2.
მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სისტემის ორგანოთა მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;“; გ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ახორციელებს სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს;“.
|
3.
მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სისტემის ორგანოთა მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, კანონმდებლობის შესაბამისად;“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“;
|
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების მთავარ სამმართველოსა და სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას; ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობას; ახორციელებს სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებებზე, საჩივრებსა და მოთხოვნებზე, წარმართავს მუშაობას, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოების, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.“; |
5.
მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მონიტორინგის სამმართველო; ბ) ადმინისტრაციული სამმართველო; გ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ე) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ვ) უსაფრთხოების მთავარი სამმართველო; ზ) სპეციალური აღრიცხვის სამმართველო; თ) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო; ი) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო; კ) საზოგადოებრივი მისაღები (განყოფილება); ლ) საფინანსო სამმართველო; მ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო. მუხლი 7. მონიტორინგის სამმართველო 1. მონიტორინგის სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მჯავრდებულთა უფლებების დაცვის კონტროლი; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა; გ) სისტემის ორგანოების მოსამსახურეების სამსახურებრივი შემოწმება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება, შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარსადგენად; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებისა და საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარსადგენად; ე) სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონის დარღვევის შემთხვევების სტატისტიკის წარმოება, მისი კომპლექსური და თემატური ანალიზის რეგულარულად განხორციელება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება თავმჯდომარისათვის წარსადგენად; ვ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა; ზ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ საერთო ანგარიშის შედგენა (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ) და თავმჯდომარისა და მინისტრისათვის წარდგენა; თ) სისტემის ორგანოების მარეგულირებელი საქართველოს კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ი) სისტემის ორგანოების მონიტორინგის მიზნით თანამშრომლობა ან/და საქმიანობის კოორდინირება სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანოებთან; კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|
6.
მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
7.
მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. ადმინისტრაციული სამმართველო 1. ადმინისტრაციული სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. ადმინისტრაციული სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) კანცელარია (განყოფილება); ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება; გ) არქივი (განყოფილება); დ) საორგანიზაციო განყოფილება; ე) სამორიგეო განყოფილება; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება. 3. ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა; ბ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცემის უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება, განაწილება, დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე კონტროლი; ე) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა; ვ) დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ზ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეესტრის წარმოება; ი) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება; კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისათვის და საქართველოს პარლამენტისათვის ანგარიშის მომზადება და მიწოდება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში გამართული ღონისძიებების გაშუქების ორგანიზება, დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; მ) დეპარტამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადების, აღრიცხვისა და გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნ) დეპარტამენტის საორგანიზაციო და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა; ო) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარების გაწევა ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის, გავრცელებისა და მისი ტექნიკური საშუალებების შესახებ; პ) დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება, დამუშავება, შეკრება, გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება; აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი პირებისა და ორგანოებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ჟ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროული მიწოდება დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთათვის; რ) მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანა; აუცილებლობის შემთხვევაში, სხვადასხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა; ს) სისტემის ორგანოთა შეიარაღების ორგანიზების უზრუნველყოფა; ტ) სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; უ) სისტემის ორგანოების თანამედროვე პროგრამებით უზრუნველყოფა; ფ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ქ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
8.
მე-9 - მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო 1. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე, აგრეთვე, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს საქმიანობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიერ წარმართვისას - დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წინაშე. 2. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) N1 სამმართველო; ბ) N2 სამმართველო; გ) N3 სამმართველო; დ) N4 სამმართველო; ე) N5 სამმართველო; ვ) დასავლეთის რეგიონული სამმართველო; ზ) საორგანიზაციო განყოფილება. 3. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დაწესებულებებში მასობრივი არეულობების, თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების განხორციელება სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით; ბ) დაწესებულებების გარეთ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის ადგილებში და ბადრაგირებისას სწრაფი რეაგირების განხორციელება სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად; გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე ოპერატიული მონაცემების მოპოვება და მათი ანალიზი; თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; დ) საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების გაძლიერების უზრუნველყოფა; ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელება, დაწესებულებებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის ღონისძიებებში დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსათვის დახმარების გაწევა; ვ) მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; ზ) სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება, შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე წინადადებების მომზადება; თ) სასამსახურო ძაღლების გაწვრთნის, გამოყენების და ვეტერინარული დახმარების ორგანიზება; ი) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების, სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, სასწავლო-მეთოდური შეკრებებისა და მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება; კ) საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება; ლ) საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 10. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებისა და დეპარტამენტში მომზადებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების ვიზირება; გ) რეკომენდაციების (დასკვნების) შემუშავება - მომზადება სისტემის ორგანოებში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; დ) სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; ე) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულების დირექტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის კოორდინაცია; ზ) დაწესებულებების იურისტების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; თ) დეპარტამენტის ინტერესების ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში წარმომადგენლობა და დაცვა; ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 11. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო 1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში სისტემის ორგანოებში ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარება; ბ) ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტში არსებულ თანამდებობებზე რაციონალური განაწილებისათვის წინადადებების შემუშავება; გ) ვაკანტურ თანამდებობებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტში სამუშაოდ შესაძლო მიღების კანდიდატების ბიოგრაფიული, პროფესიული, ფიზიკური და სხვა მახასიათებელი მონაცემების შესწავლა; დ) ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარსადგენი მასალების მომზადება და განხილვა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ; ე) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტების მომზადება ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა დეპარტამენტში მიღების, დანიშვნის, გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულების, მივლინებისა და შრომითი ხელშეკრულების შესახებ; ვ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების (ნომენკლატურის ფარგლებში) წარმოება, სააღრიცხვო-საშტატო მუშაობის, პერსონალის რიცხობრივი ანალიზის განხორციელება. ზ) უფლებამოსილების ფარგლებში სისტემის ორგანოების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა; თ) დეპარტამენტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად წვევამდელებთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადება და სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოება. დოკუმენტების მომზადება სამხედო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილებისა და დათხოვნის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ელექტრონული ბაზების წარმოება. თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერა წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ; ი) სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა; კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული წერილებისა და განცხადებების განხილვა; ლ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მასალების მომზადება; ნ) სისტემის ორგანოთა მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზის შექმნა შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში წარსადგენად; ო) სამინისტროსათვის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება; პ) დაწესებულებებში კადრების საქმიანობის ზედამხედველობა; ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 12. უსაფრთხოების მთავარი სამმართველო 1. უსაფრთხოების მთავარი სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო: ა.ა) სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილება; ა.ბ) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება; ბ) ოპერატიული სამმართველო: ბ.ა) ოპერატიული განყოფილება; ბ.ბ) ანალიტიკური განყოფილება; გ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო: გ.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; გ.ბ) პულტის განყოფილება. 3. უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დეპარტამენტის სტურქტურული ქვედანაყოფების მიერ დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებით მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლის განხორციელება; ბ) დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება და ანალიზი, კონფიდენტურული და ოპერატიული აღრიცხვის საქმეების რეგისტრაცია და გადაადგილების კონტროლი, კონფიდენტთა ალფავიტური აღრიცხვის კართოტეკის წარმოება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის კონტროლი; მსჯავრდებულთა მიზანმიმართული გადანაწილების განხორციელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით; მუდმივი დაკვირვების განხორციელება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე მათი განთავსებისა და სამუშაო ადგილებში; დ) მსჯავრდებულთა მიერ გადაადგილების, დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, დადგენილი ნიმუშის სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების, საშვების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ე) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობის, სამუშაოს ინსტრუმენტის, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების აღკვეთის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა პირადი, მათი პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი და საწარმოო ზონების ტერიტორიის დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების განხორციელება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ გასაგზავნი წერილების, დეპეშების, გზავნილებისა და ბანდეროლების დათვალიერებისა და შემოწმების უზრუნველყოფა; ზ) დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი; თ) დაწესებულებების პერსონალისა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი; ი) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების ყოველთვიური გამოკვლევა მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; კ) სამართალდარღვევების ჩადენის მიდრეკილების მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენა და აღრიცხვა; ლ) დაწესებულებებში შექმნილი ოპერატიული ვითარების ანალიზი და უსაფრთხოების სადღეღამისო უწყისის წარმოება; მ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების უზრუნველყოფა; ნ) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთა სპეციალური სამსახურებრივი ინსტრუქტაჟის, მათ წინაშე ოპერატიული ამოცანების დასმის და ამოცანების შესრულების შედეგების დადგენის უზრუნველყოფა; ო) დაწესებულებების ტერიტორიებზე დაწესებული სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი; პ) დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა; ჟ) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე, აგრეთვე ტოქსიკურ ნივთიერებათა შემცველ საღებავებზე და სხვა ტექნიკური სითხეების ხარჯვაზე კონტროლი; რ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა საგანგებო სიტუაციების დროს; დაწესებულებებს შორის დაშიფრული კავშირის გამოყენების კონტროლი; ტ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 13. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო 1. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; ბ) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება. 3. სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულთა მიმართ კონკრეტული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისას დოკუმენტების მომზადება და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა; ბ) შეწყალებისა და ამინისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება; ე) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობა; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 14. გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო 1. გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) გარე დაცვის სამმართველო: ა.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ა.ბ) საორგანიზაციო განყოფილება; ა.გ) სპეციალური დაცვის განყოფილება; ა.დ) N1 განყოფილება; ა.ე) N2 განყოფილება; ა.ვ) N3 განყოფილება; ა.ზ) N4 განყოფილება; ა.თ) N5 განყოფილება; ა.ი) N6 განყოფილება; ა.კ) N7 განყოფილება; ა.ლ) N8 განყოფილება; ა.მ) N9 განყოფილება; ა.ნ) N10 განყოფილება; ა.ო) N11 განყოფილება; ა.პ) N12 განყოფილება; ა.ჟ) N13 განყოფილება; ა.რ) N14 განყოფილება; ა.ს) N15 განყოფილება; ა.ტ) N16 განყოფილება; ა.უ) N17 განყოფილება; ბ) საბადრაგო სამმართველო: ბ.ა) შტაბი; ბ.ბ) სამორიგეო; ბ.გ) კანცელარია; ბ.დ) ექსტრადიციის განყოფილება; ბ.ე) თბილისის პირველი განყოფილება; ბ.ვ) თბილისის მეორე განყოფილება; ბ.ზ) ქუთაისის განყოფილება; ბ.თ) ზუგდიდის განყოფილება; ბ.ი) ბათუმის განყოფილება. 3. გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადაცია; ე) ბადრაგირება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულებების დროებით დატოვებისას, განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით; ვ) ბადრაგირება და დაცვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოებში; ზ) სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე ოპერატიული მონაცემების შეგროვება და გაანალიზება, დასკვნების და წინადადებების მომზადება თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე; შესაბამის დაწესებულებებთან ერთად წინადადებების წარდგენა დაცვის განაწილების თაობაზე; თ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვა; ი) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა; კ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ლ) ღონისძიებების განახორციელება საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; მ) ოპერატიულ-სამსახურებრივ მდგომარეობის გაკონტროლება დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობა სამსახურებრივი შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით; ნ) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზების გაწევა, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ო) განყოფილებებს შორის კავშირის განვითარების ორგანიზება; პ) წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლი და პრაქტიკული დახმარების გაწევა, გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავება; ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|
9.
მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
10.
მე-16 - მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო 1. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახმარება, რათა მათ შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტაქტები; გ) მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განათლების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა; დ) დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრა; ე) დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება; ვ) დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაობისთვის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება; ზ) დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და მისი საქმიანობის პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია; თ) ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აგრეთვე, მათი ახლო ნათესავებისთვის კონსულტაციების გაწევა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განიხილვა და მათზე რეაგირება; კ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება; ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკ ჯგუფების გამოვლენა, მათი დაუცველობის, აგრეთვე, თვითდაზიანებისა და სხვებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით; მ) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პირადი და ოჯახური პრობლემების გადაჭრაში; ნ) მსჯავრდებულების გათავისუფლების მომზადების პროცესში, მათი ოჯახში რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიზნით, დაწესებულებების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა; ო) იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის წარმოება, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში; პ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ განსაკუთრებული პირადი გარემოებებიდან გამომდინარე დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით საქმისწარმოების განხორციელება; ჟ) მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა; რ) მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ს) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებების განსაზღვრა, საქმიანობის დაგეგმვა, პროექტების შემუშავება და მათ განხორციელების ხელშეწყობა; ტ) მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში მსჯავრდებულთა საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა; უ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ფ) დაწესებულების სოციალური განყოფილების მიერ მიწოდებული კვარტალური ანგარიშის განხილვა განხორციელებული მუშაობის შესახებ; ქ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ სტატისტიკის წარმოება; ღ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ყ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 17. საზოგადოებრივი მისაღები (განყოფილება) 1. საზოგადოებრივი მისაღები ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. საზოგადოებრივი მისაღების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დეპარტამენტში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება/საჩივრების, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წერილობითი კორესპონდენციების მიღება; ბ) განცხადება/საჩივრების და სხვა წერილობითი კორესპონდენციის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა და დარეგისტრირება; გ) დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების და სხვა დაინტერესებული პირების შეხვედრების ორგანიზება; ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა; ვ) დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურების განხორციელება; ზ) დეპარტამენტში შემსვლელ პირებზე, ელექტრონულ პროგრამაში არსებული მოთხოვნების საფუძველზე, ერთჯერადი საშვების გაცემა; თ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 18. საფინანსო სამმართველო 1. საფინანსო სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. საფინანსო სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საფინანსო განყოფილება; ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება. 3. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ფინანსური პოლიტიკის გატარების ორგანიზება, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი; ბ) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობისა შესაბამისი; დ) ბიუჯეტის შესრულების ანალიზი; ე) დაწესებულებებში საფინანსო საქმიანობის კონტროლი; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და სამინისტროს მითითებების შესრულება ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ამ მიმართულებით პრაქტიკული ღონისძიებების გატარება; ზ) წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი, დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვანი პროგნოზი; თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტისა და დაწესებულებების წარმომადგენლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან ურთიერთობებში; ი) კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების წარმოება, მიმწოდებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება და მიწოდებული საქონლის ხარისხის კონტროლი; კ) საანგარიშო წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდი მომსახურებისა და საქონელის განსაზღვრა, შესყიდვების გეგმის დადგენა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად; ლ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად წინადადებების შემუშავება სისტემის ორგანოთა ინვენტარით, სამშენებლო ტექნიკური, ელექტრო-მასალებითა და მოწყობილობებით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით, აგრეთვე სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფის თაობაზე; მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ანგარიშების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარდგენა; ნ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად კოორდინირებულად სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების ტექნიკური ორგანიზაცია და უზრუნველყოფა; ო) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირება, შედეგების აღრიცხვა და რეაგირება; პ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება; რ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 19. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო 1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) მომარაგების განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება; გ) სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების განყოფილება; დ) ტრანსპორტის განყოფილება. 3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) უძრავი ქონებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; ბ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკური კონტროლი, მშენებლობებისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება, მათ შესრულებაზე კონტროლი და ინსპექტირება; გ) საფინანსო სამმართველოსთან ერთად წინადადებების შემუშავება სისტემის ორგანოთა ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრო-მასალებითა და მოწყობილობებით, აგრეთვე სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფის შესახებ. აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განხორციელება; დ) კონტროლის დაწესება სისტემის ორგანოებზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვიანობაზე და მის მოწესრიგებაზე; ე) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირება, შედეგების აღრიცხვა და სათანადო რეაგირება; ვ) სისტემის ორგანოთა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, საინჟინრო ქსელებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მათი ტექნიკური ინსპექტირება და კონტროლი სწორ ექსპლუატაციაზე, აგრეთვე კონტროლი ავტოტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი საწვავის სწორ განაწილებასა და ხარჯვაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
11.
მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები