„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016204
518
08/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
140030000.22.034.016204
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №518

2013 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (სსმ III, 22.05.2006 წ., №69, მუხ.873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სისტემური მართვის სამმართველო;

ბ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო;

გ) საერთო განყოფილება (კანცელარია);

დ) კადრების სამმართველო;

ე) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

ზ) მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;

თ) ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო;

ი) შიდა ქართლის მთავარი სამმართველო;

კ) სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო;

ლ) კახეთის მთავარი სამმართველო;

მ) იმერეთის მთავარი სამმართველო;

ნ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო;

ო) აჭარის მთავარი სამმართველო.

2. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენენ დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს.“.

2. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111

სისტემური მართვის სამმართველო:

ა) ახორციელებს  დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას  გადაწყვეტილებას იღებს სისტემური მართვის სამმართველოს უფროსი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას და რეგულაციას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;

ვ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;

ზ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;      

თ) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;

ი) უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ  გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;

ლ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

მ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;

ნ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ო) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

პ) ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით;

ჟ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

რ) ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მომზადებასა და წარმართვას (ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა);

ს) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;

ტ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;

უ) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;

ფ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;

ქ) მონაწილეობს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;

ღ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისათვის;

ყ) ითანხმებს სახიფათო, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

შ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;

ჩ) ახორციელებს სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;

ც) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;

ძ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის კონტროლს;

წ) ახორციელებს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე  საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;

ჭ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;

ხ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;

ჯ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროული გამოგზავნისათვის კონტროლის დაწესებას; 

ჰ) ახორციელებს ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების  შემუშავებას მათი აღმოფხვრის მიზნით.“.

           

3. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და  ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია

მუხლი 15

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული)  მთავარი სამმართველოების   სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 16

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოების ფუნქციებია:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამ სფეროში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილ დანაშულებრივ ქმედებებზე;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე;

დ) მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქეთა მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

ე)  მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;

ვ) ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის, ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებათა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საქართველოში ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;

თ) როგორც საავტომობილო, ასევე სხვა სახის მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება;

ი) განსაკუთრებულ შემთხვევებში ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთისა და 3 თვემდე ვადით საქართველოში ყოფნისათვის;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში გასცეს ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა;

ლ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

მ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების მთავარი სამმართველოს უფროსისათვის ყოველთვიურად წარდგენა;

ნ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;

ო) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაცია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში.

მუხლი 17

1. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსა და ადგილობრივ (რეგიონული) მთავარ სამმართველოებს  უფლება აქვთ:

ა) დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები და მომხდარი დანაშაულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინონ გამომძიებელს და სამსახურის მორიგეს;

ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე ჩაატარონ წინასწარი გამოძიება;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილ სამართალდარღვევებზე;

დ) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმონ მძღოლის მოწმობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო დოკუმენტები, განახორციელონ სატრანსპორტო საშუალებათა ვიზუალური დათვალიერება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ან მათი თანმხლები პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კანონით დადგენილი წესით;

ე) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არ აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, შეამოწმონ სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სავიზო და საპასპორტო კონტროლი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

2. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველო და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოები ვალდებული არიან:

ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს და მგზავრებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება, უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა;

ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

გ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა.

მუხლი 18

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 19

საპატრულო პოლიციის მუშაობის ძირითადი ფორმებია:

ა) ავტომობილებით პატრულირება;

ბ) ქვეითად პატრულირება;

გ) ასევე სხვა საშუალებებით პატრულირება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი