საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03/101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
03/101
28/06/2013
ვებგვერდი, 02/07/2013
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

მინისტრის ბრძანება №03/101

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის 3/181 ბრძანების დანართი 1-ში და დანართი 2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად,
 ვბრძანებ:

1. ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის 3/181 ბრძანების დანართ 1-ში და დანართ 2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დანართ 1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 376 – გელათის ქუჩა 13, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით  – „იორის ქუჩა 30 / გელათის ქუჩა 13”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ 2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „გელათის ქუჩა 13” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „იორის ქუჩა 30 / გელათის ქუჩა 13” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტსб ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა 7).  

 

 მინისტრი                                           მირიანე ოდიშარია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

            376

 

                                            

 

                                                

                                                                იორის ქ. 30/ გელათის ქუჩა 13.

 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი 010404222

fas_HPIM2565

1. სახელწოდება გრიგორიანული ეკლესია

2. ადგილმდებარეობა / მისამართი საქართველო, ქ. თბილისი, იორის ქუჩა 30 / გელათის ქუჩა 13

3. სახეობა არქიტექტურის

4. თარიღი მე-19 საუკუნის დასასრული