დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/164 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03/100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრის ბრძანება №03/100
2013 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის № 3/164 ბრძანების დანართი № 1-ში და დანართ № 2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად,
ვბრძანებ:
1. „ქ. ქუთაისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის № 3/164 ბრძანების დანართ № 1 და დანართ № 2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართ №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 157 – „სოლომონ I ქ. № 33”, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „სოლომონ I ქ. № 31”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართი № 2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „სოლომონ I ქ. № 33” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „სოლომონ I ქ. № 31” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7).
მინისტრი მირიანე ოდიშარია
დანართი
|
|
სოლომონ I ქ . № 31
|
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № | |
|
| |
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ქუთაისი, სოლომონ I-ის ქ. № 31 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – 1910 წელი | |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები