დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016134 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 156 საშტატო ერთეულით.“. |
2.
დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აქტის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან; პ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;“; |
ბ)
მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი.“; |
გ)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით, მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. სააგენტოს უფროსი: ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; ბ) იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის; გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე; დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლებს (დებს შრომით ხელშეკრულებებს), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს; ვ) სამმართველოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს, სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; ზ) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე; კ) კონტროლს უწევს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობას; ლ) კვარტალში ერთხელ წარუდგენს სამმართველოს უფროსს ფინანსურ ანგარიშს; მ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს; ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით, სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; |
დ)
მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყის მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებაა: ა) ტყის ფონდის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის ორგანიზება; ბ) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება; გ) სააგენტოს უფროსის დავალებით ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების მომზადება; დ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება; ე) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოება; ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება; ზ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება. 2. ტყის მართვის სამსახურის უფლებამოსილებაა: ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფაში მონაწილეობის მიღება; გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება; ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვა; ვ) მერქნული რესურსებით სარგებლობის ყოველწლიური მოცულობის განსაზღვრა; ზ) სატყეო ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ტყეკაფების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; თ) სალიცენზიო ობიექტის და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება; ი) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების დოკუმენტაციის მომზადება; კ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზება; ლ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა; მ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება; ნ) ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა, სანერგეების მოწყობის, მეთესლეობის საქმის და ტყის კულტურების გაშენების ორგანიზაცია; ო) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.“. |
3.
დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპურ დებულებაში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-4 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და სააგენტოში წარდგენა; ე) ტყის ფონდის ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, უკანონო ჭრების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ აქტის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის შედგენა და სააგენტოში წარდგენა შესათანხმებლად; კ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;“; |
ბ)
მე-4 მუხლს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფების მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტის შედგენა;“; |
გ)
მე-4 მუხლს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) ტყეკაფის აღრცხვის უწყისის სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ ტყეკაფის პასპორტის შედგენა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა;“; |
დ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ადმინისტრაციის მართვა 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც სამმართველოს უფროსის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობასა და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ ქონებაზე. 3. დირექტორი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის, სასამართლოში); გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას; დ) სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არაუგვიანეს სამი თვისა; ე) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით; ვ) წარუდგინოს სააგენტოს უფროსს ადმინისტრაციაში დასანიშნ პირთა კანდიდატურები; ზ) შუამდგომლობს სააგენტოს უფროსთან ადმინისტრაციის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების განსაზღვრის მიზნით; თ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 4. ადმინისტრაციის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მთავარი მეტყევე), რომელსაც ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 5. ადმინისტრაციის დირექტორის მიერ თავისი უფლებემოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას, ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე (მთავარი მეტყევე).“. |
4.
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 15 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები