დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.32.057.016133 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 165, 17.12.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ინსპექტირების სამსახური.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:
„82. ინსპექტირების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე შედგენილი სამართალდარღვევის აქტების სისწორისა და კანონთან შესაბამისობის შემოწმება; გ) სამმართველოსა და სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოში შემოსული მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების კანონით დადგენილ ვადებში განხილვის შემოწმება; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის სამცველოების ინსპექტირება; ე) სამმართველოს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამმართველოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა; ვ) სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა; ზ) სამმართველოს სისტემაში სამართალდარღვევებისა და ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; თ) სამმართველოს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამმართველოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და სამმართველოს უფროსისათვის წარდგენა; ი) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამმართველოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და სამმართველოს უფროსისათვის წარდგენა; კ) სამმართველოს სისტემის მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ლ) სამმართველოს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; მ) სამმართველოს პროგრამების შესრულების კვარტალური მონიტორინგი; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფროსის დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები