„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016603
83/ნ
01/07/2013
ვებგვერდი, 01/07/2013
430010000.22.022.016603
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №83/ნ

2013 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი – 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ:

1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;“;

ბ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.“;

გ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და ცენტრის მიერ მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი.“;

დ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;“;

ე) 22-ე მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-4 პუნქტის:

ე.ბ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;“;

ე.ბ.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;“;

ვ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.“;

ზ) მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა (აფხაზური ენა). ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების სურვილი აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ მაისამდე.“.

2. ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.“;

ა.ბ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე ცენტრში განაცხადებს, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ  გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი