დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ლიბერთი კონსუმერი" |
| მიღების თარიღი | 28/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციონერთა საყურადღებოდ
სს „ლიბერთი კონსუმერის” (შემდგომში „კომპანია”) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2013 წლის 23 ივლისს, 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2012 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2012 წლის საქმიანობის შესახებ;
3. ბატონი მურთაზ კიკორიას სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის შესახებ;
4. ბატონი ნიკოლოზ გამყრელიძის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ;
5. 2013 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
2013 წლის 23 ივლისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1 . დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის” მიერ აუდიტირებული კომპანიის 2012 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
2. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2012 წლის საქმიანობის შესახებ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
3. ცნობად იქნეს მიღებული ბ-ნ მურთაზ კიკორიას საბჭოს წევრობიდან გასვლა.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
4. კომპანიის სათვალყურეო საბჭოს წევრად არჩეული იქნას ბ-ნი ნიკოლოზ გამყრელიძე.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
5. არჩეულ იქნეს „ერნსტ ენდ იანგი” სს „ლიბერთი კონსუმერის” 2013 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.
კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ბუდაპეშტის ქუჩა №1ბ;
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2013 წლის 23 ივლისს, 16:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 21 ივნისი, 18:00.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნას 2013 წლის 5 ივლისიდან სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი” შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები