სს ”ლიბერთი ბანკის” შეტყობინება

  • Word
სს ”ლიბერთი ბანკის” შეტყობინება
დოკუმენტის ნომერი 03065/27045
დოკუმენტის მიმღები სს „ლიბერთი ბანკი“
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
03065/27045
28/06/2013
ვებგვერდი, 28/06/2013
სს ”ლიბერთი ბანკის” შეტყობინება
სს „ლიბერთი ბანკი“

 

 

 28 ივნისი, 2013

 

 

 

 

 

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

 

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გაცნობებთ, რომ სს ”ლიბერთი ბანკის” (შემდგომში - ბანკი) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბანკს უფლებამოსილება მიენიჭა სს ”ლიბერთი ბანკის” პრივილეგირებული აქციების (შემდგომში - ”აქციები”) ემისიის საბოლოო პროსპექტში (დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2012 წლის 4 სექტემბერს) არსებითი ფაქტების შეცვლის თაობაზე, კერძოდ, დამატებით გამოუშვას 20,000,000 (ოცი მილიონი) აქცია (ისე, რომ აქციების საერთო რაოდენობამ არ გადააჭარბოს 30,000,000 აქციას) და ძველ, გასაყიდად დარჩენილ აქციებთან ერთად  აქციების შეთავაზების ვადა გაგრძელდეს 31.12.2015-მდე (31.12.2015-ის ჩათვლით).

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით აქციების განთავსების აგენტს კვლავაც  წარმოადგენს საბროკერო კომპანია შპს ”ლიბერთი სიქიურითიზ”, რომელთან შეთანხმებასაც მოქმედების ვადა გაუგრძელდა აქციების შეცვლილი შეთავაზების პერიოდის შესაბამისად.

 

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის 5.3 მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებისთვის განსაზღვრულია 5 კალენდარული დღე წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან.

 

 

 

 

 

საოპერაციო დირექტორი

სს ”ლიბერთი ბანკი”                                   გიორგი არველაძე