დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016098 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 სექტემბრის №24 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110915003, 19/09/2011) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტი; გ) მთავარი სპეციალისტი - სახანძრო ზედამხედველობის დარგში; დ) მთავარი სპეციალისტი - ვალეს სახანძრო რაზმის უფროსი; ე) წამყვანი სპეციალისტი სამსახურის საქმის წარმოების დარგში; ვ) წამყვანი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი ახალციხეში; ზ) წამყვანი სპეციალისტი - ათეულის მეთაური ვალეში; თ) სპეციალისტი - მეელსმენე (დისპეტჩერი); ი) სპეციალისტი მძღოლი-მექანიკოსი; კ) სპეციალისტი - მძღოლი; ლ) სპეციალისტი - მეხანძრე-მაშველი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები