დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016096 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №29 დადგენილებაში (სსმ V, №29, 17.09.2010 წ., მუხ.702): |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.’’ |
2.
დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).“. |
3.
ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტი ტურიზმის განვითარების საკითხებში; გ) წამყვანი სპეციალისტი კულტურის საკითხებში; დ) წამყვანი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში; ე) წამყვანი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში; ვ) უფროსი სპეციალისტი განათლების დარგში“. |
4.
ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, კერძოდ: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; დ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ზ)ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; თ) ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას; ი) ტურიზმის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები