„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 მაისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016132
25
28/06/2013
ვებგვერდი, 05/07/2013
010260020.35.104.016132
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 მაისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2013 წლის 28 ივნისი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 23 მაისის №19 დადგენილებაში (სსმ, 30/05/2013 , სარეგისტრაც. კოდი 010260020.35.104.016126 ) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება: 

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,  შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;“.

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია