დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016100 |
|
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
'კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საერთო და წმინდა ღია სავალუტო პოზიცია: ა) საერთო ღია სავალუტო პოზიცია არის ბანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი. ბ) წმინდა ღია სავალუტო პოზიცია არის ბანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის სხვაობა.“. 2. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი დგინდება ცალ-ცალკე, როგორც საბალანსო, ისე კრებსითი სავალუტო პოზიციების მიხედვით, შესაბამისად, თითოეულისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტის ოდენობით. 2.ბანკის საბალანსო საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშების დროს აიღება წმინდა (ნეტი)ღია სავალუტო პოზიცია, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს.”. 3. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|
„ბანკი : დანართი №1
თარიღი: საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგება ლარებში
გაგრძელება
* - დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე და უარყოფითი - თუ ნაკლებია ** - დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი მეტია ამავე ვალუტის გაყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამზე და უარყოფითი - თუ ნაკლებია გენერალური დირექტორი მთავარი ბუღალტერი დანართი №2 ბანკი: თარიღი: საერთო ღია სავალუტო პოზიციის ნაერთი ანგარიშგება FX ლარებში
გაგრძელება
გენერალური დირექტორი მთავარი ბუღალტერი “
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები