დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016093 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ., მუხ.699) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტარციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვების, გამგებლისა და მუნიციპალური სამსახურების საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, საკადრო მუშაობის, საქმისწარმოებისა და აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას.’’. |
2.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) გამგებლის თანაშემწე; გ) მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; დ) მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში; ე) წამყვანი პეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; ვ) წამყვანი სპეციალისტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში; ზ) წამყვანი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში; თ) წამყვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; ი) უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; კ) სპეციალისტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში; ლ) სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში; მ) სპეციალისტი-გამგებლის პირადი მდივანი“. |
3.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას, გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას გამგეობის დებულების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები