„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016092
11
28/06/2013
ვებგვერდი, 04/07/2013
010260020.35.138.016092
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                       

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2013 წლის 28 ივნისი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20  ივლისის №21  დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.10 წ., მუხ.29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ” ქვეპუნქტი:

,,თ. იურიდიული სამსახური’’.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.“

5. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:

,,4. კულტურის, განათლების,  სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა“ю;

6. მე-13 მუხლის 61 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.
7. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 პუნქტი:

,,611. გამგეობის იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: სამართლებრივად უზრუნველყოს გამგეობის სამართლებრივი მომსახურება, გამგეობის ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვა, გამგებლის, სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოებს იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნის მომზადება, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება“.

8. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ,პროექტის ავტორის ვიზირებისა და იურისტიდიული სამსახურის დასკვნის დადების შემდეგ, ვიზირებული უნდა იქნეს გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი