„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.035.016211
01-27/ნ
28/06/2013
ვებგვერდი, 28/06/2013
280120000.22.035.016211
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01/27/ნ

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის „A“, „B“, „C“ (გარდა ,,C2“ კითხვის პირველი, მე-3, მე-6 და მე-8 გრაფისა), „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ,,C2“ კითხვის პირველი, მე-3, მე-6 და მე-8 გრაფები - ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ,,C2“ კითხვის პირველი, მე-3, მე-6 და მე-8 გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ავსებს შესაბამის გრაფას.

8. თუ ოჯახის განაცხადში დაფიქსირებულ წევრთა მონაცემები არაიდენტურია დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ წევრთა მონაცემებთან, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე ,,C2“ კითხვის პირველ, მე-3, მე-6 და მე-8 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.“.

ბ) მე-7 მუხლის:
ბ.ა) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ომის ვეტერანი, ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი, საბრძოლო მოქმედებისას მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა;“;

ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დეკლარაციის „B4“ კითხვის ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში გაითვალისწინება საპენსიო/სოციალური პაკეტის და სახელმწიფო კომპენსაციის  მიმღები პირები. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის აღრიცხული სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტატუსის/კატეგორიის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ უნდა დადასტურდეს/გადამოწმდეს სააგენტოში დაცული მონაცემების საშუალებით, მათ შორის, მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი, მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებისაგან შემდგარი ოჯახის წევრი ან მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი.“;

ბ.გ) მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. დეკლარაციის „C2“ კითხვის შევსებისას:

ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ ხელზე მიღებული თანხა ან ის თანხა, რომელიც წინა თვეში უნდა მიეღო და ჯერ არ მიუღია, მაგრამ მომავალში მიიღებს, გარდა ,,C2“ კითხვის პირველი გრაფისა, სადაც გასულ თვეში მიღებულ ან მისაღებ შემოსავალში იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ „C2“ კითხვით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით;

გ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია „C2“ კითხვის მე-8 გრაფაში (ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა)  აღნიშნოს საარსებო შემწეობის ყოველთვიური ოდენობა იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუჩერდა განმეორებითი გადამოწმების გამო და არ აქვს მინიჭებული ახალი სარეიტინგო ქულა;

დ) ოჯახის თითოეული წევრისათვის შემოსავლის ყოველი კატეგორიის გასწვრივ უნდა ჩაიწეროს შემოსავლის ოდენობა (ლარებში). თუ წევრს არ აქვს მოცემულ კატეგორიაში შემოსავალი, მაშინ შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს ციფრი „0“, ხოლო თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება მის მშობელს ან ოჯახის იმ წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია;

ე) „C2“ კითხვის მე-10 გრაფაში (სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი) უნდა ჩაიწეროს ის ფულადი შემოსავალი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „C2“ კითხვის სხვა გრაფით და აქვს არაერთჯერადი (რეგულარული) ხასიათი;

ვ) თუ შემოსავალი არის რეგულარული, მაგრამ მისი მიღება არ ხდება ყოველთვიურად, უნდა დაფიქსირდეს ამ შემოსავლის ერთ თვეზე დაანგარიშებული ოდენობა.“.

დ)  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. დეკლარაციის „D1“ კითხვის შევსებისას არ გაითვალისწინება ოჯახის მიერ სამეურნეოდ გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთი, რომლის დამუშავება განხორციელდა „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ოჯახის ერთ-ერთ წევრზე განპირობებული (პირადი ნომრის მიხედვით) „სასოფლო-სამეურნეო ბარათის“ საშუალებით.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახი ვალდებულია სააგენტოს უფლებამოსილ პირს წარუდგინოს „სასოფლო-სამეურნეო ბარათი“, ან მისი ასლი, ან კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოს/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ოჯახის წევრზე „სასოფლო-სამეურნეო ბარათის“ გაცემას, ამ წევრის პირადი ნომრის და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მიერ სამეურნეოდ გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უფრო მეტია ვიდრე „სასოფლო-სამეურნეო ბარათით“ გათვალისწინებული ფართი, მაშინ დეკლარაციის „D1“ კითხვაზე გაიცემა დადებითი პასუხი, ხოლო „D2“ კითხვის შევსება განხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო ბარათით“ გათვალისწინებული ფართის გამოკლებით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის (ოჯახის დეკლარაციის ფორმა):
ა) C2 კითხვის (პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) გასულ თვეში (ლარი)?):
ა.ა) მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

3

   სახელმწიფო პენსია/სოციალური

   პაკეტი/სახელმწიფო კომპენსაცია

                             

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           .“.

ა.ბ) მე–7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

7

სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა

დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე

                             

                                                                                                                                                                 .“;

ბ) D5 კითხვის (მუშა მდგომარეობაში მყოფი ხანგრძლივი მოხმარების რომელ საგნებს ფლობს ოჯახი?) №18 (სატელიტური ანტენა ) გრაფა ამოღებულ იქნეს.     
მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს „ოჯახის დეკლარაციის“ არსებული მარაგები.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდიმიტრი მახათაძე