„ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და “ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის N2-37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.032.016119
2-178
26/07/2013
ვებგვერდი, 29/07/2013
340050000.22.032.016119
„ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და “ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის N2-37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და “ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის N2-37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-178

2013 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და “ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის №2-37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის“ და „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის  №2-37 ბრძანებაში (სსმ,28/02/2003,  340.050.000.11.113.005.694)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. უფლებამოსილება მონაცემთა შესწავლასა და დადგენაზე

1. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ღვინის ბრენდის და მისი ნედლეულის ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიულოგიური, ორგანოლეპტიკური, აგრეთვე მათი წარმოების გეოგრაფიული ადგილის მდებარეობისა და საზღვრების, ტექნოლოგიური პროცესების სპეციფიკური პირობების მონაცემთა შესწავლასა და დადგენას უზრუნველყოფენ ის ფიზიკური და იურიდიული პირები ან მეწარმეთა გაერთიანებები, რომელთაც განზრახული აქვთ რეგისტრაციაში გაატარონ ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელება.

2. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემები მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია