„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 759-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016160
759-IIს
26/06/2013
ვებგვერდი, 27/06/2013
010190060.09.001.016160
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

    საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (№07-3/108, 13.06.2013).

  2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 20 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

 ზურაბ აბაშიძე                            –        საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

                                                                  (კომისიის თავმჯდომარე)

   ვახტანგ ხმალაძე                       –       საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

   ირინე იმერლიშვილი              –        საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

   გიორგი კახიანი                         –       საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

   თამარ კორძაია                          –        საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

   შალვა კიკნაველიძე                  –         საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

    გიორგი გოზალიშვილი         –          საპარლამენტო ფრაქციის, რომელიც არ

                                                                  არის გაერთიანებული უმრავლესობასა

                                                                  და უმცირესობაში, − „უპარტიო,

                                                                 დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ –

                                                                 წევრი

   პავლე კუბლაშვილი                –       საპარლამენტო უმცირესობის წევრი

   პაატა ლეჟავა                             –       საპარლამენტო უმცირესობის წევრი

   დავით საყვარელიძე                –      საპარლამენტო უმცირესობის წევრი

   თინათინ ბოკუჩავა                   –      საპარლამენტო უმცირესობის წევრი

   გიორგი ღვინიაშვილი              –     საპარლამენტო უმცირესობის წევრი

   დავით ჭავჭანიძე                       –      საპარლამენტო უმცირესობის წევრი

   ალექსანდრე ბარამიძე               –      საქართველოს იუსტიციის

                                                                 მინისტრის მოადგილე

  კახა კოჟორიძე                                    საქართველოს ახალგაზრდა

                                                                 იურისტთა ასოციაციის გამგეობის

                                                                 თავმჯდომარე

   ეკა გიგაური                                       „საერთაშორისო გამჭვირვალობა –

                                                                  საქართველოს“ აღმასრულებელი

                                                                  დირექტორი

   ლაშა ტუღუში                                   საქართველოს პრესის ასოციაციის

                                                                თავმჯდომარე, გაზეთ „რეზონანსის“

                                                                მთავარი რედაქტორი

   ნინო ლომჯარია                           –     სამართლიანი არჩევნებისა და

                                                                  დემოკრატიის საერთაშორისო

                                                                  საზოგადოების აღმასრულებელი

                                                                  დირექტორი

  გიორგი კვერენჩხილაძე               –    ივანე ჯავახიშვილის სახელობის

                                                                 თბილისის სახელმწიფო 

                                                                 უნივერსიტეტის იურიდიული

                                                                 ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,  

                                                                 სამართლის დოქტორი, სრული    

                                                                პროფესორი

  ნანა ჭიღლაძე                                –     სამართლის დოქტორი,

                                                                 ივანე ჯავახიშვილის სახელობის

                                                                 თბილისის სახელმწიფო

                                                                 უნივერსიტეტის იურიდიული

                                                                 ფაკულტეტის სრული

                                                                 პროფესორი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

ქუთაისი,

26 ივნისი 2013 წ.

N759-IIს

პროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის

თაობაზე

მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, NN31-33, მუხ. 668) 29-ე მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი  ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრთა და პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის, უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული მოქალაქეობრივი სტატუსით. სახელდობრ, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც მას ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაც, ოღონდ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პარლამენტარი პარლამენტის თავმჯდომარედ ვეღარ აირჩევა. ასევე, მინისტრად შეიძლება დაინიშნოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, მაგრამ ასეთი პირი პრემიერ-მინისტრად ვერ დაინიშნება. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერც საქართველოს პრეზიდენტად აირჩევა.

აუცილებელია შევნიშნოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ თავისი ნებით ვერ ექნება ორმაგი მოქალაქეობა: თუ მან მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მაშინვე შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება აღმოაჩნდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არალოგიკურად მიგვაჩნია, რომ თუ ასეთ პირს ვანიჭებთ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრად არჩევის უფლებას, რატომ ვუკრძალავთ ამავე ორგანოს თავმჯდომარისა და სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლებას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ჩვეულებრივ, გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს პარლამენტის წევრად არჩევის უფლება.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია ზემოაღნიშნული უთანასწორობის აღმოფხვრა, სახელდობრ, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზის დადგენა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნეს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი, რომლის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.

ამ ცვლილების მიღების შემდეგ ზემოაღნიშნული თანამდებობების დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა.

) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე ხარჯის გაწევის საჭიროებას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის ისეთი თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია შედარებით მაღალი ხელფასი.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება ან მათი განაკვეთების განსაზღვრა.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ)      კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

) კანონპროექტის  მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის ფრაქციები: ქართული ოცნება, ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება-რესპუბლიკელები, ქართული ოცნება-კონსერვატორები, ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი, ქართული ოცნება-მრეწველები.

) კანონპროექტის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 80 წევრი.

კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №62, 05.11.2010, მუხ. 379) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 33-ე პუნქტით განსაზღვრული 811 მუხლი ამოღებულ იქნეს და ამ პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“.

2. პირველი მუხლის 39-ე პუნქტით განსაზღვრული 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში პარლამენტი ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას, ეს ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად და გაგრძელდება კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. თუ პარლამენტმა იმავე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადებში უნდობლობა ვერ გამოუცხადა მთავრობას, ამ  ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.“.

3. პირველი მუხლის 44-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-14, მე-16 – 21-ე, 24-ე – 35-ე, 39-ე და 44-ე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციურ კანონში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი  ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ დებულებებმა, რომლებიც უნდა ამოქმედდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, და რომლებიც გამოიწვევს პრეზიდენტის გადაჭარბებული უფლებამოსილების შეცვლას პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებამოსილებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობა, დათხოვნის მუქარით აიძულოს პარლამენტი, პრაქტიკულად განუხილველად მიიღოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. ამით მკვეთრად შეიზღუდება პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილება, რითაც დაირღვევა ხელისუფლების კლასიკური დანაწილების პრინციპი და მისი მნიშვნელოვანი ელემენტი - ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების პრინციპი. გარდა ამისა, 811 მუხლის ახალი რედაქციის ამოქმედება პარლამენტს ართმევს მთავრობის შემადგენლობაში ცვლილების შეტანაზე რაიმე კონტროლის შესაძლებლობას - პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება პარლამენტთან შეუთანხმებლად ნებისმიერ დროს შეცვალოს, თუნდაც, ყველა მინისტრი. ამჟამად მნიშვნელოვანია, აგრეთვე, დებულება, რომელიც იწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის გაჭიანურებას, რაც ხელს შეუშლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის (რომლის მომზადების აუცილებლობა აშკარაა) დროულად მიღებას.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია სამი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, რომლებიც გაჩნდება მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კერძოდ, აუცილებელია პარლამენტის სრული საკანონმდებლო უფლებამოსილების, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლისა და კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნება. ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს კონსტიტუციის ახალი რედაქციის დროულად მიღებას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის 33-ე პუნქტიდან ამოღებული უნდა იქნეს ამ პუნქტით განსაზღვრული 811 მუხლის ახალი რედაქცია. ამის შედეგად პარლამენტი შეინარჩუნებს სრულ საკანონმდებლო უფლებამოსილებას. გარდა ამისა, ამ ცვლილების შედეგად შენარჩუნდება 811 მუხლის მოქმედი რედაქცია, რაც პარლამენტს შეუნარჩუნებს მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე ამჟამად არსებული კონტროლის შესაძლებლობას, კერძოდ, თუ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა 1/3-ით შეიცვალა, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.

ზემოაღნიშნული ცვლილების გამო აუცილებელია დამატების შეტანა 93-ე მუხლში (ამ მუხლის იმ რედაქციაში, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ) - უნდა განისაზღვროს, რა შედეგი მოჰყვება პარლამენტისა და მთავრობის შეუთანხმებლობას სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისას. სახელმწიფო ბიუჯეტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისმა მიუღებლობამ ან მთავრობის შეცვლა, ან პარლამენტის დათხოვნა უნდა გამოიწვიოს. სწორედ ამის გამო, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ თუ პარლამენტმა დროულად ვერ მიიღო ბიუჯეტი (ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში), ეს ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად და თუ პარლამენტმა კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ვერ შექმნა ახალი მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონიდან პირველი მუხლის 44-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოღება, რაც გამოიწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წესის შესანარჩუნებლად ინიცირებულია ცვლილების შეტანა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კონსტიტუციურ კანონში.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში არსებული ხარვეზის გამოსწორება. სახელდობრ, ამ პუნქტით განსაზღვრული ნორმების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტი და არა „2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტი“.

) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების აფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე ხარჯის გაწევის საჭიროებას.

            ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღებას არ მოჰყვება რაიმე ფინანსური შედეგი.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება ან მათი განაკვეთების განსაზღვრა.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ)      კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

) კანონპროექტის  მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის ფრაქციები: ქართული ოცნება, ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება-რესპუბლიკელები, ქართული ოცნება-კონსერვატორები, ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი, ქართული ოცნება-მრეწველები.

) კანონპროექტის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 82 წევრი.

კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 120109020, 09/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციურ კანონში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი  ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ დებულებებმა, რომლებიც უნდა ამოქმედდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, და რომლებიც გამოიწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის გაჭიანურებასა და გართულებას, რაც ხელს შეუშლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის (რომლის მომზადების აუცილებლობა აშკარაა) დროულად მიღებას, აგრეთვე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევის გართულებას.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული დებულებებით გათვალისწინებულია უჩვეულოდ მაღალი კვორუმი (პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾) კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის და კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, რომლებიც გაჩნდება მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კერძოდ, აუცილებელია კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს კონსტიტუციის ახალი რედაქციის დროულად მიღებას, და კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ამჟამად მოქმედი კვორუმის შენარჩუნება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონიდან ამოღებული უნდა იქნეს პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი. ამის შედეგად შენარჩუნდება კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესი და კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ამჟამად მოქმედი კვორუმი.

) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების აფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე ხარჯის გაწევის საჭიროებას.

            ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღებას არ მოჰყვება რაიმე ფინანსური შედეგი.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება ან მათი განაკვეთების განსაზღვრა.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ)      კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

) კანონპროექტის  მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის ფრაქციები: ქართული ოცნება, ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება-რესპუბლიკელები, ქართული ოცნება-კონსერვატორები, ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი, ქართული ოცნება-მრეწველები.

) კანონპროექტის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 79 წევრი.