„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016169
217
26/06/2013
ვებგვერდი, 01/07/2013
010250050.35.123.016169
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №217

2013 წლის 26 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
 „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N207 დადგენილებით  (სსმ, matsne@justice.gov.ge, 17.06.2013., 010250050.35.123.016159) დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, შიდა აუდიტის განყოფილების, ანალიტიკური განყოფილების, კონტროლის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან“.

2. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონტროლის განყოფილება:

კონტროლის განყოფილების ფუნქციებია:

ა) შიდა აუდიტის ობიექტებში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ–ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

გ) შიდა აუდიტის ობიექტში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება – მოვალეობების შესრულების ანალიზი;

დ) შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების  შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

ე) შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ანალიტიკურ განყოფილებასთან ერთად შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;

ვ) სამსახურის ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის უფროსს;

თ) სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მერიის შესაბამისი ერთეულების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

ი) თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა მიერ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების  დებულებების, შინაგანაწესის, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების დაცვისა და შესრულების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მერის ინფორმირება; 

კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დაცვის უზრუნველყოფა;

ლ) საკონსულტაციო – მეთოდური დახმარების გაწევა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებისათვის საქმისწარმოების წესების დაცვის საკითხებზე;

მ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და იურიდიული პირების მომართვების ელექტრონული პროგრამების ბაზებში განთავსება, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ანგარიშების მომზადება;

ნ) ქალაქ ქუთაისის მერიის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამების ბაზების ადმინისტრირება, დადგენილი წესით;

ო) ქალაქ ქუთაისის მერის მიერ სამუშაო თათბირებსა და შეხვედრებზე გაცემული დავალებების აღრიცხვის, შემსრულებლამდე დაყვანისა და შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

პ) ქალაქ ქუთაისის მერის თათბირის ოქმების გაფორმება, რეგისტრაცია და დადგენილი წესით შენახვა;

ჟ) ქალაქ ქუთაისის მერის მოსახლეობასთან გასვლით და შიდა შეხვედრებზე, ასევე  ღია ეთერში დასმული ზეპირი და წერილობითი თხოვნების, წინადადებებისა და საჩივრების სისტემატიზაცია, რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის გადაცემა და შესრულების თაობაზე, სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მომზადება;

რ) ქალაქ ქუთაისის მერიის მოსამსახურეთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების კონტროლი, მათ შორის ელექტრონული დაშვებისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების გამოყენებით;

ს) მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა;

ტ) ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.

უ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი