დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 26/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016168 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N204 დადგენილებით (სსმ matsne@justice.gov.ge 17.06.2013. 010250050.35.123.016158) დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის განყოფილებებია: ა) ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება: ბ) ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება; ბ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფი; ბ.ბ) სატრანსპორტო უზრუნველყოფის ჯგუფი; ბ.გ) უსაფრთხოების ჯგუფი; გ) უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება; დ) კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება; ე) ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება.“. 2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება: ა) სახანძრო ავტომობილების, საავარიო-სამაშველო და სხვა მობილური ტექნიკის (მათ შორის: ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან დაბრუნებული) გათვლაში დროული ჩაყენების უზრუნველყოფა; ბ) საგანგებო სიტუაციების, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) დამხმარე და სპეცტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, საწვავ-საცხები მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება; დ) პირადი შემადგენლობის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა; ე) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება; ვ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების /თავშესაფრები, მართვის პუნქტები, რადიაციასაწინააღმდეგო საფრები, სარდაფები/, ექსპლუატაციისა და მოვლა – პატრონობის მდგომარეობის კონტროლი; ზ) თავდაცვითი ნაგებობების უკანონოდ მითვისების ან გასხვისების შემთხვევებში შესაბამისი ზომების მიღება; თ) თავდაცვითი ნაგებობების გამართულობასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ი) განყოფილების სამუშაო გეგმების შემუშავება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში; კ) თავდაცვის საკითხებში ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის წინადადებების მომზადება; ლ) თავდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციების მომზადება; მ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების ადგილმდებარეობის კატეგორიების მიხედვით აღრიცხვა, მათი დაცვითი ხარისხის, მოსახლეობის ტევადობისა და მისამართების მითითებით; ნ) ქალაქის მაშტაბით საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება; ო) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მომზადების ორგანიზება“.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება: ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით; ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე; თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ–ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება; ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი; ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება; მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში“.
5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება: ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით; ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე; თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ – ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება; ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი; ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება; მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში“.
6. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება: ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით; ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე; თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ – ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება; ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი; ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება; მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები