„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016166
214
26/06/2013
ვებგვერდი, 01/07/2013
010250050.35.123.016166
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №214

2013 წლის 26 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
,,თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N204 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების (სსმ matsne@justice.gov.ge 17.06.2013. 010250050.35.123.016156) მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;

2. სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადება და განხორციელება;

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და  ლტოლვილთა განსახლების  სამინისტროს  მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

4. უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;

5. თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციის წარმოება;

6. რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

7. ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებისას, კანონით განსაზ­ღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემების სამინისტ­როსა და სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ ინფორმაციის შეთავსება სააგენტოს მიერ წარმოებულ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან, დადგენილი წესით, ფორმით და პერიოდულობით;

8. სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  განხორციელების უზრუნველყოფა;

9. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

10. სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველთა იდენტიფიცირ­ების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

11. სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კომპეტენციის ფარგლებში;

12. სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

13. ქალაქის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა  აღრიცხვა – რეგისტრაციის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

14. იძულებით გადაადგილებულ პირთა კანონით დადგენილი დახმარებებისა და შეღავათების მიღების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

15. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დროებითი საცხოვრებელი ფართის მოძიებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

16. იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

17. იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

18. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

19. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  განხორციელების უზრუნველყოფა;

20. მოსახლეობისათვის აუცილებელი, კვალიფიციური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

21. ქალაქში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შეთანხმებული, კოორდინირ­ებული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

22. სახელმწიფო და ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის  პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

23. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში  საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

24. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

25. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა;

26. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი