დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 26/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016165 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N203 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 17.06.2013. 010250050.35.123.016155/ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1. დებულების პირველი მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებისა და მითითებების, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად;“. „7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, სახელმწიფო ფედერალური პროფილაქტიკური პროგრამები;“. 2. დებულების მე-3 მუხლის მე-2, მე-8, მე-9, მე-15 და მე-17 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მცხოვრებთათვის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება და ამის თაობაზე მოსახლეობისა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება;“. „8. ადგილობრივი სამედიცინო პროგრამების შემუშავების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;“. „9. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავადობის სტრუქტურის დადგენა, ავადობის ანალიზი და პროგნოზირება ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციების შესაბამისად ავადობის სტატისტიკის წარმოება;“ „15. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მომწოდებლებისათვის;“. „17. ქალაქის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევისათვის ხელშეწყობა; ა) ქალაქის ტერიტორიაზე ანტირაბიული მომსახურების უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ბ) ქალაქის ტერიტორიაზე მალარიაზე ზედამხედველობა; გ) ქალაქის ტერიტორიაზე სეზონურ დაავადებებზე ზედამხედველობა; დ) ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; ე) არაგადამდებ დაავადებებზე ზედამხედველობა“. 3. დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5, მე-6, მე-7, მე-10, მე-19 და მე-20 პუნქტები. 4. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს წინადადებები ქალაქში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეორგანიზაციისა და საქმიანობის ახალი ფორმების დანერგვის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ითანამშრომლოს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით“. 5. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ყოველთვიურად წარუდგინოს ანგარიში ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ, ხოლო ყოველკვარტალურად წარმოადგინოს სრული ანალიზი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით“. 6. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე, ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მითითებებითა და რეკომენდაციებით“. 7. დებულების მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სამსახურის ქონება 1. სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას. 2. სამსახურს დროებით სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს მატერიალური ქონება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ფედერალური პროგრამების ფარგლებში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები