დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 710 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 24/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.003.358 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო რეესტრს, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრისა, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელების ანალიტიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;“.
3. მე-13 მუხლი და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 5 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 16 დეკემბერი.
№710–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები