„საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი

„საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 3/27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2013
ძალაში შესვლის თარიღი 11/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016191
3/27
30/01/2013
ვებგვერდი, 02/07/2013
480610000.03.030.016191
„საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი

 

საქართველო და ესტონეთის რესპუბლიკა,

 

     სურთ რა, ცვლილებები შეიტანონ 2006 წლის 27 ოქტომბერს, ქ. თბილისში ხელმოწერილ „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ” შეთანხმებაში,

 

     შეთანხმდნენ შემდეგზე:


 

მუხლი 1

 

     მე-3 მუხლის (კომპეტენტური ორგანოები) 1-ლი პუნქტის „b” ქვეპუნქტი ამოღებული უნდა იქნეს და ჩანაცვლდეს შემდეგნაირად:

 

     „ესტონეთის რესპუბლიკისათვის – ეროვნული უშიშროების სამსახურის დეპარტამენტი, ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო”.

 

მუხლი 2

 

     მე-3 მუხლს უნდა დაემატოს ახალი მე-4 პუნქტი და იგი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

     „მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს მათ კომპეტენტურ ორგანოებთან დაკავშირებით ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ”.

 

მუხლი 3

 

     1. მე-4 მუხლის (საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტურობა) 1-ლი პუნქტი უნდა ჩასწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

   „საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხი:

 

 

საქართველოსათვის

ესტონეთის რესპუბლიკისათვის

ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე

განსაკუთრებული მნიშვნელობის

TÄIESTI SALAJANE

Top Secret

სრულიად საიდუმლო

SALAJANE

Secret

საიდუმლო

KONFIDENTSIAALNE

Confidential

შეზღუდული სარგებლობისთვის

PIIRATUD

Restricted

    

     2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული უნდა იქნეს.

 

მუხლი 4

 

     წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

 

     შესრულებულია 2013 წლის, 30 იანვარს, ქ. ტალინში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

 

 

საქართველოს

სახელით

ესტონეთის რესპუბლიკის

სახელით

ხელმოწერილია                                                                ხელმოწერილია.