„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016094
16
27/06/2013
ვებგვერდი, 04/07/2013
010250020.35.106.016094
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 

                 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 27 ივნისი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო  მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 06/06/2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო  მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“. 

ბ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-6 მუხლის  პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.  კომისიის სამდივნო

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).

2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:

ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

ბ) კონკურსანტების განცხადებების მიღებას;

გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:

ა) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;

გ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.

4. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობაზე კომისიის თავმჯდომარის წინაშე.

6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანსიის ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს წინადადებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ.

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთება. საკრებულოს თავმჯდომარე თავის მხრივ, კომისიას წარუდგენს, წინადადებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ.

3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება;

ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;

გ) შესასრულებელი სამუშაო;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენის ვადა;

ვ) კომისიის მისამართი.

4. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 10 დღისა,  კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.

5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.  საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის

1.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს განცხადების წარდგენა შეუძლია ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ასევე არაელექტრონული ფორმით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.

2.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) Curriculum vitae (CV);

გ) განათლებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;

ვ) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4);

ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;

თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა - ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არსებობა.“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია ტესტირების ჩატარების შემთხვევაში კანდიდატისთვის დადებითი შეფასების მისაღებად განსაზღვრავს აუცილებელი ქულების მინიმალურ ზღვარს.“

თ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-22 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას საკრებულოში უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ხოლო გამგეობაში -  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“

ი) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა