დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.017328 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/06/2013 - 25/03/2015)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
|
| მუხლი 2 |
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
|
| მუხლი 3 |
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვა-დასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში (დებულების თანახმად).
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. |
| მუხლი 5 |
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
| მუხლი 1 |
1. „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. |
| მუხლი 2 |
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით) შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, რეგიონული და უმცირესობათა ენების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. კომისიის საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები. 4. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი; ბ) „რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ დაკავშირებული საქართველოს ვალდებულებების ფაქტობრივი შესრულების შესწავლა; გ) საქართველოს მიერ „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთიანი პოზიციის შემუშავების ხელშეწყობა; დ) ქარტიის რატიფიკაციის მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის ინსტრუმენტის პირველადი პროექტის შემუშავება; ე) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერული საზოგადოების წევრებთან კონსულტაციების გამართვა; ვ) ქარტიის რატიფიკაციის შემთხვევაში, მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის მომზადება; ზ) ქარტიის რატიფიკაციის შემდგომ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი; თ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული სახელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით. |
| მუხლი 4 |
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. 5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს. 8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. 9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. |
| მუხლი 5 |
1. კომისია თავისი ამოცანების შესრულების მიზნით ქმნის კომისიის აპარატს.
2. კომისიის აპარატის საქმიანობას წარმართავს კომისიის მდივანი. 3. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები (მათ შორის - კომისიის წევრების მონაწილეობით), რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები. 4. კომისიის აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კომისია. |
| მუხლი 6 |
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები