„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016055
136
26/06/2013
ვებგვერდი, 28/06/2013
010170000.22.029.016055
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №136

2013 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში (სსმ 12.11.2007 №159 მუხ. 1758) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. ბრძანების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“

2. ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1).

2. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3).

3. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა“ (დანართი №4).“.

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1):

ა) სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი (შემდგომში - წესი) გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.“.

გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დევნილი - იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.“

დ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს „ზ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ზ) დევნილის მოწმობა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობასა და დევნილის სტატუსის მინიჭებას.”

ე) წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მონაცემთა ბაზა – სამინისტროში დაცული დევნილთა მონაცემთა ბაზა.“

ვ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია რაიმე სახის გადასახდელის დაწესება იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით.“

ზ)  წესის მე-2 მუხლის 24-ე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.“

თ) წესის მე-2 მუხლის 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ი) წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე პუნქტი:

„43. მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება მინისტრის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ.“

კ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი

1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა  პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

3. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში.

4. მონაცემთა ბაზის წვდომაზე და მასში ცვლილებების განხორციელებაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეეებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.“;

ლ) წესის მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს გავლილი 2007 წლის რეგისტრაცია, მისი სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება ხელახლა ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ შესაბამისად.“

4. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულების“ (დანართი №3):

ა) სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) შემუშავებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში - დევნილი) მოწმობის აღწერილობას, მოწმობის რეკვიზიტებს, მოწმობის შევსებასთან, გამოცვლასთან, შეცვლასთან და დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას (შემდგომში – დევნილის მოწმობა) სათანადო გაფორმების გარეშე, შესწორებით, წაშლილი სიტყვებითა და გადასწორებული თარიღებით ძალა არ გააჩნია.“

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

“5. მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: „საქართველო“, ხოლო ქვემოთ – ინგლისურ ენაზე: „GEORGIA“, აღნიშნული წარწერის ქვემოთ განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“ და „ID card of IDP“. პირველ გვერდზე განთავსებულია დევნილის სტატუსის მქონე პირის ციფრული ფოტოსურათი და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დევნილის მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და დევნილის ნომერი. დევნილის მოწმობაზე მითითებულია მინისტრის ხელმოწერა. პირველი გვერდის ბოლოს განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად“. პირველ გვერდზე განთავსებულია სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ბეჭედი."

5. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი № 2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის ფორმა“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული დევნილის მოწმობა ძალაშია ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული დევნილის მოწმობის აღებამდე.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე




„დანართი №2

პირველი გვერდი

 

მეორე გვერდი

 

 

 

„დანართი №4