„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016601
81/ნ
26/06/2013
ვებგვერდი, 27/06/2013
430060000.22.022.016601
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2013 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 11/09/2012, სარეგისტრაციო კოდი – 430060000.22.022.016443) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-20 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა უზრუნველყოს 2013 წლის 1 სექტემბრამდე.

2. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს 2013 წლის 1 სექტემბრამდე. “.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი