დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016175 |
50
08/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
360050000.22.023.016175
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
|
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016093, 08/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 11).“; |
2.
ბრძანების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის და აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №494 ბრძანება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 11
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
,,ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი” წარმოადგენს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ქობულეთის დაცული ტერიტორიების ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ქობულეთის დაცული ტერიტორიების დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. |
მუხლი 2.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო |
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. |
მუხლი 3.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები: |
1.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: |
ა)
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; |
ბ)
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, დაცული ტერიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა; |
გ)
ქობულეთის დაცული ტერიტორიების განსაკუთრებით სფაგნუმიანი ტორფნარების ეკოსისტემების შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ კულტურული ლანდშაფტების დაცვა და აღდგენა; |
დ)
დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ხარისხით ხელოვნურად სახეშეცვლილი ჭაობის ეკოსისტემის ბუნებრივ ან ბუნებრივთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა შესაბამისი დაცვის რეჟიმის განხორციელებით, ხელოვნური ღონისძიებების ჩატარების გარეშე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და აღდგენა; |
ე)
დაცული ტერიტორიების დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისაგან; |
ვ)
ქობულეთის დაცული ტერიტორიების, როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შემადგენელი ნაწილის, განვითარება; |
ზ)
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი სახით შემორჩენილი სფაგნუმიან-ბალახოვანი ტორფნარების დაცვა და შენარჩუნება; |
თ)
დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ხარისხით ხელოვნურად სახეშეცვლილი ჭაობის ეკოსისტემის ბუნებრივ ან ბუნებრივთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა შესაბამისი დაცვის რეჟიმის განხორციელებით, ხელოვნური ღონისძიებების ჩატარების გარეშე; |
ი)
აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული მეორადი ანთროპოგენული დაჭაობებული ტყე-ბუჩქნარების ადგილზე ბუნებრივი დაჭაობებული მურყნარების აღდგენა და დაცვა; |
კ)
დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და აღდგენა; |
ლ)
ბუნებრივი კატასტროფების (ხანძრები ტორფიან ჭაობებზე) შედეგების შერბილება; |
მ)
საზოგადოების ინფორმირება ქობულეთის დაცული ტერიტორიების, როგორც განსაკუთრებული ბუნებრივი მემკვიდრეობის, შესახებ; |
ნ)
ვიზიტორთა ნაკადების გარემოზე გავლენის შერბილება; |
ო)
დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება; |
პ)
საზოგადოების საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევის პოტენციალის განვითარება. |
2.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: |
ა)
ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; |
ბ)
უზრუნველყოს ქობულეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; |
გ)
ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნეს ტერიტორიის ტევადობა; |
დ)
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; |
ე)
უზრუნველყოს ქობულეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნით განსაზღვრული, სფაგნუმიანი ტორფნარების ეკოსისტემების შენარჩუნება. |
მუხლი 4.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი |
1.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ჩრდილო უბნის გასწვრივ. |
2.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 770 ჰა.
|
მუხლი 5.
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა, ფართობი და დაშვებული საქმიანობა |
1.
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს 331,25 ჰექტარს.
|
2.
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა განსაზღვრულია ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტების „ა“ ქვეპუნქტით. |
3.
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია მხოლოდ შემდეგი საქმიანობები: |
ა)
არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; |
ბ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
გ)
მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; |
დ)
საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; |
ე)
კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებისა, მათ შორის, დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა. |
მუხლი 6.
ქობულეთის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და დაშვებული საქმიანობა |
1.
ქობულეთის აღკვეთილის ფართობი შეადგენს 438,75 ჰექტარს.
|
2.
ქობულეთის აღკვეთილის მდებარეობა განსაზღვრულია ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტით. |
3.
ქობულეთის აღკვეთილში, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: |
ა)
არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო გამოკვლევებისა; |
ბ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
გ)
ეკოტურიზმი; |
დ)
აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; |
ე)
მონიტორინგის წარმოება; |
ვ)
საკადასტრო სამუშაოები; |
ზ)
საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით ტრანსპორტით გადადგილება; |
თ)
აღკვეთილის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება; |
ი)
ბუნებრივი რესურსების ლიმიტირებული გამოყენება - მეფუტკრეობა; |
კ)
ძოვება სფაგნუმიანი ტორფნარებით დაუფარავ ფართობებში ადმინისტრაციის მონიტორინგის ქვეშ; |
ლ)
ვიზიტორთა შესაბამის ბილიკებზე გადაადგილება; |
მ)
დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა; |
ნ)
კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები