„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016199
506
05/07/2013
ვებგვერდი, 05/07/2013
040030000.22.034.016199
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №506

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში (სსმ, 47, 28/03/2008 სარეგისტრაციო კოდი –  040.030.000.22.034.011.642) შეტანილ იქნეს  ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ დანართში №2  ცხრილის სათაური  „ინკასაციის, მოძრავი ტვირთების გაცილების, ოპერატიული რეაგირების ჯგუფის და ინსპექტირებისა და მონიტორინგის დანაყოფის მოსამსახურეთათვის დამატებითი სანივთე ქონება“ შეიცვალოს სიტყვებით – ,,ინკასაციის, მოძრავი ტვირთების გაცილების, ოპერატიული რეაგირების ჯგუფის, ქ. თბილისის სამმართველოს ობიექტების გაძლიერებული დაცვის სამსახურის და ინსპექტირებისა და მონიტორინგის დანაყოფის მოსამსახურეთა დამატებითი სანივთე ქონება“.
2. ბრძანებით დამტკიცებული N2 დანართის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:

ა) ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მოსამსახურეთათვის დამტკიცებული დამატებითი საველე სანივთე ქონებით უზრუნველყოფა გავრცელდეს დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებზე, რომელებზეც დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;

ბ) ამ დანართით  განსაზღვრული სანივთე ქონებით მოსამსახურეების ვადაზე ადრე უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი