„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.022.016600
80/ნ
25/06/2013
ვებგვერდი, 25/06/2013
360160000.22.022.016600
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №80/ნ

2013 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანების (სსმ ვებგვერდი, 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი – 360160000.22.022.016056) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით, შესაბამისი რესურსცენტრის მიერ შერჩეულ სკოლებში,  სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან  სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, იმ სკოლებზე, რომლებიც ახორციელებენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) და ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი