დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016094 |
21
21/06/2013
ვებგვერდი, 28/06/2013
010250020.35.139.016094
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
|
მუხლის 1-ლი პუნქტის „თ' ქვეპუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №47 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებების საფუძველზე. |
2.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური) წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით და რომელიც ვალდებულია საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. |
3.
სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და სამსახურის დებულებით. |
4.
სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
| მუხლი 2 |
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციას სოციალური დაცვის, სფეროში განეკუთვნება: |
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია); |
ბ)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა; |
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია ; |
დ)
დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის დარგში ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; |
ე)
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სოციალური პროგრამების კოორდინაცია; |
ვ)
საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, დონორ ორგანიზაციებთან; |
ზ)
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა შეღავათების გაწევისათვის წინადადებების მომზადება; |
თ)
მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სადაზღვევო კომპანიებითან თანამშრომლობა; |
ი)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; |
კ)
მოსახლეობის სოციალური მონიტორინგი და ინდივიდზე ორიენტირებული პერსონიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევა; |
ლ)
მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; |
მ)
მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემებისა და მუნიციპალიტეტის ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; |
ნ)
დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბაზის შექმნა; |
ო)
მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოსახლეობის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო სპეციალური სოციალური პროგრამების შედგენაზე წინადადებების მომზადება; |
პ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამსახურებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „მძიმე მდგომარეობაში მყოფი" ბავშვებისათვის სპეციალური დახმარების გაწევაზე პროექტების მომზადება. |
| მუხლი 3 |
სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები |
1.
სამსახურის უფლებებია: |
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; |
ბ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; |
გ)
განახორციელოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტატისტიკის, ასევე ჯანმრთელობის მაჩვენებლების მონაცემთა შეგროვებას -დამუშავების ანალიზი; |
დ)
მონაწილეობა მიიღოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებულ სამედიცინო და სოციალურ პროგრამებში. |
ე)
მოიზიდოს დამატებითი სახსრები სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შესასრულებლად; |
ვ)
მიიღოს სრული ინფორმაცია ადგილობრივი ორგანიზაციებიდან და სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებიდან მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებზე. |
2.
სამსახურის ვალდებულებებია: |
ა)
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქვეყნის სხვა ცენტრალური ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესრულების ორგანიზაცია; |
ბ)
მუნიციპალური ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების შემუშავების პროცესში, ადგილობრივი სპეციფიურობიდან გამომდინარე უზრუნველყოს პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება და მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის ხელისშეწყობა:. |
გ)
დევნილებისათვის საცხოვრებელ ადგილზე საკუთარი უფლებების განხორციელებაში ხელისშეწყობა; |
დ)
ამზადებს პროექტებს დევნილის გარდაცვალებისას მისი დაკრძალვის ხარჯების დადგენილი წესით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გაცემაზე; |
ე)
უზრუნველყოფენ მათთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები; დევნილს, მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი; |
ვ)
მოახდინოს ომის ვეტერანთა აღრიცხვა და შესაბამისად ხელი შეუწყოს მათი უფლებების დაცვას. |
3.
სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
ა)
სამსახურის უფროსი: |
ა.ა)
ხელმძღვანელობს სამსახურს და უშუალოდ სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების მეშვეობით წყვეტს სამსახურის საქმიანობის სფეროსთვის დებულებით მიკუთვნებულ საკითხებს; |
ა.ბ)
წარმოადგენს სამსახურს და სამსახურის უფლებამოსილებებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით; |
ა.გ)
განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისთვის; |
ა.დ)
თვალყურს ადევნებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას; |
ა.ე)
დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები მუნიციპალიტეტის გამგებელთან სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
ა.ვ)
მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; |
ა.ზ)
შეაქვს წინადადება მუნიციპალიტეტის გამგებელთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ; |
ა.თ)
ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წინაშე; |
ა.ი)
პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ
საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე.
|
| მუხლი 4 |
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
| მუხლი 5 |
სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია |
სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები