დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.022.016596 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანების (სსმ ვებგვერდი, 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი – 360160000.22.022.016056) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. მე-12 კლასის/სემესტრის, ასევე მე-12 კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ელექტრონული ფორმით შესაბამისი რესურსცენტრის მიერ შერჩეულ სკოლებში, სკოლების მიერ წარმოდგენილი ტესტების შერჩევის საფუძველზე სამინისტროს მიერ შედგენილი კომბინირებული ტესტებით.”; ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფისათვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგამოცდო ტესტების შექმნას უზრუნველყოფს შესაბამისი სკოლა და პასუხისმგებელია საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრულ დაცვაზე. სკოლა ასევე უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების ექსტერნატის გამოცდაზე მიტანას, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდების ჩატარების განრიგს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს სამინისტრო.“; დ) მე-9 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ექსტერნატის გამოცდების დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად სკოლის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; დ.ბ) მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი, გარდა იმ ექსტერნისა, რომელიც გამოცდაზე გადის ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით. 8. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გამოცდაზე გასულ პირებს – კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესებს, ასევე მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება. 9. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ, ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული ფორმით ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხმობით. 10. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”; ე) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსტერნი ფასდება ელექტრონული ფორმით ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები