„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2013
ძალაში შესვლის თარიღი 02/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017319
154
21/06/2013
ვებგვერდი, 21/06/2013
280120000.10.003.017319
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2013 წლის 21 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუ­ხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცი­რე­ბი­სა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგე­ნი­ლე­ბაში (სსმ, 28.04.2010, მუხლი 727) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგე­ნი­ლე­ბით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერ­თი­ანი ბაზის ფორმირების წესის“:

1. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონო­მი­კური მდ­გო­მარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პი­რის მეშვეობით, და­დგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესა­ბამისად.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სა­ა­გენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შე­მა­ვალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სა­მ­სა­ხუ­რი) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფ­ლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯა­ხის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ.“.

2. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს;“.

3. მე-12 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქციით:
„1. ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და და­დგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქუ­ლა.

11.  ამ წესის მე-10  მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბა­ზაში დაცული ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება შეთანხმებული ფორმა­ტით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 2 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი