დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.162.016186 |
|
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2013 წლის 22 მარტის №380-IIს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.162.016082) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს: ა) ერთ მოსახლეზე _ 0,25 ლარით თვეში, მაგრამ ოთხ და მეტსულიან ოჯახებზე (წევრთა რაოდენობის მიუხედავად) არა უმეტეს 1,0 ლარისა; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის _ დადგენილების №2 დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის 50 %-ს.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები