„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის N105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის N105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016098
64/04
21/06/2013
ვებგვერდი, 21/06/2013
220010040.18.011.016098
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის N105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №64/04

2013 წლის 21 ივნისი

ქ.თბილისი

 

,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ბანკნოტების ფორმირება ხდება ნომინალების მიხედვით, ნეკნებად და კონებად. ერთი ნეკნი შეიცავს ერთი და იმავე ნომინალის ას ფურცელს, ხოლო ერთი კონა ათ ნეკნს. მონეტების ფორმირება ხდება ნომინალების მიხედვით. ერთ პაკეტში მოთავსებული ეროვნული ვალუტის მონეტების მაქსიმალური რაოდენობა ნომინალების მიხედვით უნდა იყოს: 1 თეთრი – 2000 ცალი, 2 თეთრი – 1500 ცალი, 5 თეთრი – 1000 ცალი, 10 თეთრი – 1000 ცალი, 20 თეთრი – 800 ცალი, 50 თეთრი – 500 ცალი, 1 ლარი – 500 ცალი, 2 ლარი – 500 ცალი, 10 ლარი – 500 ცალი.".

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) კონტეინერის წინა მხარეს, სახელურის ქვევით მითითებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მმ სიმაღლის ნომერი, რომლის პირველი ორი სიმბოლო ბანკის ორნიშნა კოდია, ხოლო დანარჩენი ციფრები ასახავს კონტეინერის რიგით ნომერს;“.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კონტეინერებში განთავსებული მონეტების პაკეტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: 1 თეთრი – 12 პაკეტს, 2 თეთრი – 12 პაკეტს, 5 თეთრი – 14 პაკეტს, 10 თეთრი – 11 პაკეტს, 20 თეთრი – 8 პაკეტს, 50 თეთრი – 8 პაკეტს, 1 ლარი – 8 პაკეტს, 2 ლარი – 8 პაკეტს და 10 ლარი – 6 პაკეტს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე