საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016610
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
90/ნ
08/07/2013
ვებგვერდი, 11/07/2013
430050000.22.022.016610
საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/07/2013 - 07/11/2014)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №90/ნ

2013 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტისა და 283 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი



დანართი
საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაშიმისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის უფლებამოსილების და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 2. უფლებამოსილების რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. სკოლამ მართვის სისტემას უნდა წარუდგინოს:

ა) სკოლის დირექტორის რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ა.ა) შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორის  არჩევის ოქმისა და დადგენილების ასლები;

ა.ბ) არჩეული დირექტორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ბ) სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ბ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის დანიშვნის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;

ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გ) დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეესტრში რეგისტრაციისათვის:

გ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მის მოვალეობის შემსრულებელად სკოლის თანამშრომლის დანიშვნის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;

გ.ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემთხვევაში;

გ.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 3. უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. სკოლამ მართვის სისტემას უნდა წარუდგინოს:

ა) სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ა.ა) უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ბ) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ბ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;

ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გ) დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის  რეესტრში რეგისტრაციისათვის:

გ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი სკოლის თანამშრომლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;

გ.ბ) სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

გ.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.


მუხლი 4. უფლებამოსილების ან უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებულ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას განსაზღვრავს მართვის სისტემა.

2. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში, მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას  წარდგენილი მონაცემების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

3. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მართვის სისტემა უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი და მოითხოვოს  დოკუმენტების დამატებით წარდგენა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემების  რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს მართვის სისტემა.