დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/10974-11 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 17/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/10974-11
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,ქართული ფოლადის’’ რეაბილიტაციის მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,ქართული ფოლადის’’ მიმართ.
2013 წლის 14 ივნისს სს „ქართული ფოლადის” რეაბილიტაციის მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა სს „ქართული ფოლადის” რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენისა და სხვა საკითხების განხილვის მიზნით.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნე ს სს ,,ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ, რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენის მიზ ნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნე ს სს ,,ქართული ფოლადის’’ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნე ს 2013 წლის 28 ივნისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს სს ,,ქართული ფოლადის’’ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
![]() |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები