,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016185
25
21/06/2013
ვებგვერდი, 27/06/2013
010250040.35.162.016185
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

      ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №25

2013 წლის 21 ივნისი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.000506) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 106-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.”.

ბ) 107-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება

    1. საკრებულოს ნორმატიული აქტის – საკრებულოს დადგენილების პროექტის შედგენა, მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 და 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

   2. საკრებულოს დადგენილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს' ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნება ითვლება ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად.

    3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე ან/და ადგილობრივ გაზეთში.

     4. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, იგი სრული მოცულობით ქვეყნდება მხოლოდ ინტერნეტგვერდზე, ხოლო ადგილობრივ გაზეთში შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება იმის თაობაზე, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან.

      5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით (რეგლამენტით) სხვა ვადა არ არის დადგენილი.”.

გ) 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა

  1. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ მასში სხვა ვადა (კონკრეტული კალენდარული დღის დადგომა, სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღი, ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის (პუნქტის, ქვეპუნქტის) ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი) არ არის მითითებული.

     2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ აქტში სხვა ვადა (კონკრეტული თარიღი) არ არის გათვალისწინებული.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე