დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016088 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016069) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობების: |
ა)
,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის‘’ მუხლში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №380 განკარგულებით (№311; 04.04.2013 წ. განკარგულების ცვლილება) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 4 .350 ( ოთხი ათას სამას ორმოცდაათი ) ლარი (დანართი №2); |
ბ)
,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მუხლში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №562 განკარგულებით (№311; 04.04.2013 წ. განკარგულების ცვლილება) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 1 577.350 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაჩვიდმეტი ათას სამას ორმოცდაათი ) ლარი (დანართი №2); |
2.
შემოსულობების ნაწილი ნაცვლად 3756.1 ათასი ლარისა განისაზღვროს 5337.8 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №2); |
3.
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) – 8208.0 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად 6626.3 ათასი ლარისა და 1581.7 ათასი ლარი აისახოს ( დანართი №3); |
ა)
„მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ (ორგანიზაციული კოდი – 03 03) სხვა ხარჯების მუხლში დაემატოს –– 1105.8 ათასი ლარი (დანართი №3); |
ბ)
,,სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია’’ (ორგანიზაციული კოდი – 03 04) არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში დაემატოს 316.1 ათასი ლარი (დანართი №3); |
გ)
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია“ ( ორგანიზაციული კოდი 03 01 01) არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში დაემატოს – 159.8 ათასი ლარი (დანართი №3); |
4.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი წარმოდგენილია დანართი №1-ით; |
5.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წარმოდგენილია დანართი №2-ით; |
6.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) წარმოდგენილია დანართი №3-ით; |
7.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია წარმოდგენილია დანართი №4-ით. |
მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი
|
|
დანართი №2
|
მესტიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები
|
|
დანართი №3
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ხარჯები
|
|
დანართი №4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დოკუმენტის კომენტარები