დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N–14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016089 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016080 |
1.
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №9 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. ადმინისტრაციულ სამსახურში შედის; ა) საორგანიზაციო კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილება ა.ა) საორგანიზაციო კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი; ა.ბ) მთავარი სპეციალისტი კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში; ა.გ) მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში; ა.დ) მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში; ა.ე) მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში; ბ) იურიდიული განყოფილება ბ.ა) იურიდიული განყოფილების უფროსი; ბ.ბ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; გ) სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება გ.ა) სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში განყოფილების უფროსი; გ.ბ) მთავარი სპეციალისტი სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში.
|
2.
დადგენილებას დაემატოს 61 მუხლი, 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება
11. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. 12. უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება.".
|
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები