სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/305
დოკუმენტის მიმღები სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"
მიღების თარიღი 20/06/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2013
სარეგისტრაციო კოდი
05/305
20/06/2013
ვებგვერდი, 20/06/2013
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"

განცხადება

სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს ”   აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატი იწვევს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერებს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 12 ივლისს 17:00 საათზე ბანკის იურიდიულ მისამართზე : საქართველო, ქ. თბილისი, 0105, ლეონიძის (ყოფ. კიროვის ) ქ. №1.

დღის წესრიგი:

1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატის წლიური ანგარიში.

2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” გარე აუდიტის შედეგების შესახებ.

3. 2012 წლის მოგების განაწილების შესახებ. 

 დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატში.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები რომლებიც 2013 წლის 12 ივნისის 18:00 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2013 წლის 02 ივლისის 10:00 საათიდან 2013 წლის 11 ივლისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზ., №74ა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.

გენერალური დირექტორის მოადგილე    ალი ჰაკვერდიევი