შპს „ტრანსფორდის“ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა ყიდვის თაობაზე

  • Word
შპს „ტრანსფორდის“ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა ყიდვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ტრანსფორდი“
მიღების თარიღი 18/06/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
18/06/2013
ვებგვერდი, 18/06/2013
შპს „ტრანსფორდის“ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა ყიდვის თაობაზე
შპს „ტრანსფორდი“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

 

 სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 53 2 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შემთავაზებელი შპს „ტრანსფორდის“ მიერ  სს „ფოთის გემთსაშენის“ 34056 ცალი აქციის შეძენა.

გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:

● შემთავაზებელი ფლობს სს „ფოთის გემთსაშენის“  მიერ გამოშვებულ 23879179 ( ოცდასამი მილიონ რვაას სამოცდაცხრამეტი ათას ას სამოცდაცხრამეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 99. 857585%-ს და სურს გამოისყიდოს სს „ფოთის გემთსაშენის“  დარჩენილი 34056 ( ოცდათოთხმეტი ათას ორმოცდათექვსმეტი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს „ფოთის გემთსაშენის“  გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 0. 142415 %-ს შეადგენს;

● სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1,66 ( ერთი მთელი, სამოცდაექვსი მეასედი) ლარს ერთ ცალ აქციაზე . სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის განსაზღვრული ფასი   აღემატება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სს ფოთის გემთსაშენის 1 ცალი  ჩვეულებრივი სახელობითი აქციის შესაძენად გადახდილ ფასს;

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 201 3 წლის 14 ივნისიდან 201 3 წლის 31 აგვისტომდე;

●  განცხადებები მიიღება 201 3 წლის 14 ივნისიდან 2010 წლის 31 აგვისტომდე;

● განცხადებები განიხილება 201 3 წლის 01 სექტემბრიდან 201 3 წლის 10 სექტემბრამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება;

● სს „ფოთის გემთსაშენის“  გამოშვებული აქციების დარჩენილი 0. 142415 %-ის, ანუ 34056 ( ოცდათოთხმეტი ათას ორმოცდათექვსმეტი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას;

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;

● სს „ფოთის გემთსაშენის“   აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შპს „ტრანსფორდი“ , მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის 61, ტელ.:597 292630, 591662166, ელ.ფოსტა: z.bzhalava@transford.net.

●   სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ტრანსფორდს“. 

 

   შემთავაზებელი

    შპს „ტრანსფორდი“

   დირექტორი                                           ა. ბჟალავა