„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016178
144
21/06/2013
ვებგვერდი, 21/06/2013
010340000.22.038.016178
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №144

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 22/07/2011, 010340000.22.038.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

 „მუხლი 101

1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩეველი:

ა) ამოწმებს შემოსული სასაქონლო ზედნადებების,  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მიღება-ჩაბარების აქტებისა და ხელშეკრულებების ურთიერთშესაბამისობის სისწორეს;

ბ) აწარმოებს სასაქონლო ზედნადებების,  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და მიღება ჩაბარების აქტების რეესტრს;

გ) აკონტროლებს გაწეული ხარჯების შესაბამისობას ხელშეკრულებების თანხების ზღვრულ ოდენობასთან;

დ) არეგისტრირებს ხელშეკრულებებს ელექტრონული ხაზინის პროგრამაში;

ე) ამზადებს შესაბამის საბუთებზე ვალდებულების დოკუმენტებს;

ვ) ამზადებს შესაბამის საბუთებზე საგადასახადო მოთხოვნას;

ზ) ამზადებს სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საბუთებს და საგადასახადო მოთხოვნებს;

თ) უზრუნველყოფს საკასო ხარჯებისა და მივლინებების ფაქტობრივი ხარჯების გატარებას საბუღალტრო პროგრამაში (Oris Softweare);

ი) ამზადებს მინდობილობების პროექტებს;

კ) უზრუნველყოფს ხელფასების დარიცხვას და დროულად გაცემას;

ლ) ამზადებს შრომის სტატისტიკის ყოველთვიურ და კვარტალურ ფორმას;

მ) ამზადებს საშემოსავლო დეკლარაციას  ყოველთვიურად და ყოველწლიურად;

ნ) უზრუნველყოფს თანამშრომლებისათვის სახელფასო ანგარიშების გახსნას ბანკში;

ო) ახდენს სადაზღვეო მომსახურებისათვის  ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ხელფასიდან ჩამოჭრას და გადარიცხვას სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე;

პ) ამზადებს დეკრეტული შვებულების საბუთებს და წარადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოში;

ჟ) ახორციელებს სამინისტროს მიერ შეძენილი მედიკამენტებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების, ასევე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობასთან დაკავშირებული საბუღალტრო ინფორმაციის საბუღალტრო პროგრამაში (Oris Softweare) ასახვას;

რ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესებში და ახდენს ინვენტარიზაციის შედეგების და ბუღალტრული მონაცემების ერთმანეთთან შედარებას;

ს) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

2. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) ამუშავებს ცენტრალურ აპარატში შემოსულ სასაქონლო ზედნადებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს საბუღალტრო პროგრამაში (Oris Softweare);

ბ) აღრიცხავს  საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის, საწვავისა და სამინისტროს რეცხვის ტალონების ხარჯვას დაშვებული ლიმიტების შესაბამისად საბუღალტრო პროგრამაში (Oris Softweare);

გ) აღრიცხავს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული ინვენტარს და უზრუნველყოფს ინფორმაციის შეყვანას საბუღალტრო პროგრამაში (Oris Softweare);

დ) მონაწილეობს ბრძანებით გათვალისწინებულ ინვენტარიზაციის განხორციელებაში;

ე) ახორციელებს წარმომადგენლობითი ხარჯებისა და სხვა მარაგების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში (Oris Softweare) ასახვას;

ვ) არეგისტრირებს ელექტრონული ხაზინის პროგრამაში ხელშეკრულებებს;

ზ) ამზადებს შესაბამის საბუთებზე ვალდებულების დოკუმენტებს;

თ) ამზადებს შესაბამის საბუთებზე საგადასახადო მოთხოვნას;

ი) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

3. ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს მრჩეველი:

ა) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტებს  და მათში განსახორციელებელ ცვლილებებს;

ბ) უზრუნველყოფს შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებ-გვერდზე წლიური გეგმის განთავსებას, სატენდერო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის ატვირთვას;

გ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

4. ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) მონაწილეობს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

ბ) მონაწილეობს სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში;

გ) მონაწილეობს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადებაში;

დ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

5. ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი:

ა) მონაწილეობს სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში;

ბ) მონაწილეობს სატენდერო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადებაში;

გ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროსათვის საჭირო საქონლის და მომსახურების მოძიებას;

ბ) ამზადებს განაცხადს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისათვის;

გ) უზრუნველყოფს შენობაში არსებული ელექტროტექნიკისა და ავეჯის გამართულ ფუნქციონირებას;

დ) აკონტროლებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებას;

ე) უზრუნველყოფს შენობის გათბობა-კონდიცირების საკითხების მოგვარებას;

ვ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი:

ა) ახორციელებს მომწოდებლისგან საქონლის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას და მოწოდებული საქონლის დასაწყობებას;

ბ) უზრუნველყოფს მოწოდებული საქონლის მოთხოვნის მიხედვით თანამშრომლებზე განაწილებას და აღრიცხვას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტუმრებისთვის წარმომადგენლობითი ხასიათის მომსახურების გაწევას;

დ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას და პერიოდულად აახლებს სახანძრო ინვენტარს;

ე) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.“.

 

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებ-გვერდზე წლიური გეგმის განთავსებას, სატენდერო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის ატვირთვას;“.

 

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;“.

 

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კონტროლს აწესებს საწვავის ხარჯვასა და რეცხვის ტალონების გაცემაზე სამინისტროში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი