დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016130 |
|
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.13. „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 130.3 ათ.ლარით; 2. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.44“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.44. „სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება“ – ს ხარჯი განისაზღვროს 109,0 ათ.ლარით; 3. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილების დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ა) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად; გ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად; დ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით განისაზღვროს დანართი №4 შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
|
დანართი №2
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
|
|
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დანართი №4
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები